ახალი ამბები
ცხელ ომში არა, მაგრამ ცივ ომში რუსეთს მოვუგებთ

შალვა ნათელაშვილმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი მოინახულა
შალვა ნათელაშვილი კასპის რაიონის, სოფ ქვემო ჭალაში ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს ეწვია.

შალვა ნათელაშვილი:
- ისევე როგორც გლობალურად, კონკრეტულად ზაზა გახელაძის შემთხვევაში, რომელიც თავისსავე სახლთან ტყეში, სხვილოს ციხესთან დაჭრეს და დღემდე დაკავებულია, როგორც დანაშაულის თანამონაწილეს შეეფერება, ისე სდუმს საქართველოს ხელისუფლება, რათა მოსკოვში არ აწყენინონ თავის უფროსებს და არ ავნონ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს. როგორ არღვევდა გაბედაძე თავის სოფელში, ქვემო ჭალაში, სხვილოს ციხესთან საზღვარს, როცა აქ შემოჭრილი ავტომატიანი მონგოლოიდების სამშობლო რვა ათასი კილომეტრის იქითაა, ალტაის მთებში.

მთელი მსოფლიო ფეხზე უნდა იდგას, თუნდაც გახელაძესთვის, მღებრიშვილისთვის, ბესტაევასთვის. ერთ ებრაელს რომ ჩამივარდეს თმის ღერი ღაზას სექტორში, გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომა იმართება, ხოლო ერთი პაკისტანელი თუ დაჭრეს, ამაზე მთელი არაბული სამყარო, გაერო თუ ეუთო ფეხზე დგას და გაგიგიათ ჩვენი მოქალაქის გატაცებულისთვის, დაჭრისთვის, მოკვლისთვის საქართველოს მთავრობას ოდესმე მოეთხოვის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა?!

სხვები, რაც შეუძლიათ გვიცხადებენ სოლიდარობას, მაგრამ როცა შიგნით პატრონი არ გყავს, თავს შენა გამო არავინ მოიკლავს.
31 ოქტომბრის შემდეგ დაიწყება ოკუპანტის განკითხვის დღე. ესენი ვეღარავის გაიტაცებენ, უკან გადმოიწევა სამხედრო ნაწილები და სპეცრაზმი, იქ, სადაც მათი ადგილია. თითოეული გატაცებული საქართველოს მოქალაქე რუსეთის ბიუჯეტს მილიარდიან ზარალად დაუჯდება. ცხელ ომში ვერა, მაგრამ ცივ ომში ჩვენ ისევე მოვუგებთ რუსეთს, როგორც მოუგო ევროპამ და დაანგრია ბერლინის კედელი. ეს სავსებით რეალური და შესაძლებელია. ამისთვის ჩვენ უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი და არა მწვანე დოლარები საკუთარ ჯიბეში.

გუშინ ჯაბაევი მოკლეს ცხინვალში. ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან, ამიტო მე სოლიდარობას ვუცხადებ ქუჩაში გამოსულებს და მოვუწოდებ ჩვენს რეჟიმს, აღძრან საქმე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო ცხინვალში და ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო, ე.წ. შსს მინისტრის და ,,პალაჩების" ჩათვლით, გამოცხადდნენ საერთაშორისო ძებნაში, რათა აქ მოპარული მილიონები არ წაიღონ და განათავსონ ოფშორებში.
ეს არის ხელისუფლების საქმე და არა ის, რომ შენი მოქალაქე დაჭრან, მოკლან, გაიტაცონ და შენ გაგებით შეხვდე და ჩუმად იყო. გაგებით შეხვედრას 31 ოქტომბრის შემდეგ ნახავენ, როცა ივანიშვილი საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლოში.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები