ახალი ამბები
სასამართლომ უნდა შეაჩეროს უცხოეთიდან შემოსვლის დისკრიმინაციულ- სეგრეგაციული გადაწყვეტილება

ლეიბორისტებმა მთავრობას სასამართლოში უჩივლეს


ლეიბორისტებმა ხელისუფლებას უჩივლეს იმ დისკრიმინაციული დადგენილების გამო, რომლის მიხედვითაც, უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები გადიან ორკვირიან კარანტინს, ხოლო უცხოეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან.

აქცია- ბრიფინგი საქალაქო სასამართლოს წინ ჩატარდა.

შალვა ნათელაშვილ:
- ვაიმთავრობამ არგაგონილი კანონი დააწესა, რომლის თანახმადაც უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინში გადაყავთ, სასტუმროებში, ხოლო უცხოელები თავისუფლად შემოდიან. ამგვარი დისკრიმინაცია-სეგრეგაცია მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე კაცთმოძულე რეჟინსაც არ ახსოვს.

დღეს, ჩვენ შევიტანეთ სარჩელი საქალაქო სასამართლოში და ვითხოვთ მთავრობის ამ დადგენილების გაუქმებას. თუ მოსამართლე უარს იტყვის შეაჩეროს ადამიანთა უკანონო პატიმრობაზე გამოყენებული ნორმა, ვპირდები, 31 ოქტომბრის შემდეგ, ის ადგილზე აღარ იქნება, ისევე, როგორც გაიწმინდება ეს შენობა ივანიშვილის მურუსიძის მოსამართლეებისგან.
ხელისუფლება, როცა თავისი ხალხის მოძულე ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ორი მიზანი ჰქონდა:
  1. მოახდინოს მასოვრივი ფსიქოზი არჩევნების წინ, ქვეყნის საპატიმროებას გადაქცევით და
  2. ბიზნესი. მოგეხსენებათ სასტუმროების ბიზნესი მათი საკუთრებაა და ამ ხალხის პატიმრობაში აყვანით, სასტუმროებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები მიდის.
გამოდის, რომ ივანიშვილმა პანდემია გამოიყენა პოლიტიკური დიქტატურის განსამტკიცებლად და ახალი მილიონების საშოვნელად, სადაც აეროპორტებიდან დაპატიმრებული ხალხი გადაყავთ.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86