ახალი ამბები
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მოუწოდებს ბანკებს შეწყვიტონ ვალების ამოღება

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ივანიშვილის რეჟიმს და ბანკებს მოუწოდებს შეწყვიტონ ვალების ამოღება, კორონაკრიზისისგან გაღარიბებული მოსახლებისგან.
მისი თქმით, უმძიმესი კრიზისის მიუხედავად, 2020 წლის პირველი 8 თვე ნახევარ მილიარდიანი მოგებით დაასრულა და ხელში ჩაიგდო, ხალხის კუთვნილი უძრავი ქონება, 200 000 000 ლარის ოდენობით.

შალვა ნათელაშვილი:
"მოვუწოდებ, მთავრობას და ყველა ბანკს, გადადეთ ყოველგვარი ვალების ამოღება მოსახლებიდან და ბიზნესიდან. ხოლო 31 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც შევცვლით ხელისუფლებას, ყველა ეს ვალი იქნება ჩამოწერილი, როგორც აღნიშნული განხორციელდა ევროპაში, შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, ვიეტნამში, ლაოსში, ჰონკონგში და ყველგან.

საქართველო დადგება, თავისუფალ ერთა იმ ამაყ რიგებში, რომელი ადგილიც მას კარგა ხანია ეკუთვნის და ამ ადგილიდან აძევებენ მუდმივად.

პანდემიებისა და ეპიდემიების დროს, როდესაც ბიზნესი და სამეწარმეო საქმიანობა გაჩერებულია, არავინ ვალს არ სთხოვს, ვალებს აწერენ და მით უფრო, ქონებას არ უყადაღებენ."
FaceBook Twitter Google
ვიდეოები