ახალი ამბები
ივანიშვილი კარანტინით ცდილობს საქართველო გარე სამყაროს მოწყვიტოს და ძალაუფლების კვლავ უზურპაცია მოახდინოს

კარანტინის მოხსნის მოთხოვნით, ლეიბორისტებმა აეროპორტში აქცია- ბრიფინგი გამართეს.

შალვა ნათელაშვილი:
ჩვენ ვიმყოფებით აეროპორტის იმ კარებთან, სადაც საქართველოში ჩამოსულ ჩვენს მოქალაქეებს აპატიმრებენ ორი კვირით, ე.წ.კარანტინში, ხოლო უცხოელებს უშვებენ თავისუფლად. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მოწყვიტოს გარე სამყაროს, არჩევნებდე, რათა უფრო კარგად მოახერხოს ძალაუფლების შემდგომი უზურპირება, რისი საშუალებაც მას ნამდვილად არ მიეცემა. 

მოვუწოდებ ქართველებს უცხოეთში, დაიწყონ აქციები და საელჩოების პიკეტირება, ქვეყნის გადარჩენის მოთხოვნით. თუ დაუყონებლივ არ შეიცვალა ეს დრაკონული წესები, ჩვენ დავიწყებთ თბილისსა და მთელ საქართველოში საყოველთაო აქციების მომზადებას. ვერანაირი ჩაკეტვები ვერ უშველით! რეჟიმი შეიცვლება! 

სახეზეა აშკარა დისკრიმინაციული სეგრეგაცია, რაზედაც, მოგეხსენებათ, სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ჩვენ ყველა კარზე მივაკაკუნებთ, მათ შორის სოლოლაკის, სადაც არაერთხელ მივსულვართ.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები