ახალი ამბები
რატომ ემუქრებიან მოსკოვიდან და რას პასუხობს კრემლს შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებზე ქართული დროშა აუცილებლად აფრიალდება, მოსკოვიდან მუქარები მოყვა.

შალვა ნათელაშვილი:
_ ჩემს ამას წინანდელ განცხადებას საოკუპაციო ხაზთან იმის თაობაზე, რომ აუცილებლად დადგება დრო, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის სამხედრო ბაზებზე ქართული დროშა აფრიალდება, მოსკოვში ისტერიკა მოყვა. განცხადებები გააკეთეს თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, სახელმწიფო სათათბირომ, ფედერაციის საბჭომ, სტრატეგიულმა ცენტრებმა, პუბლიცისტებმა....განცხადებები არის აგრესიული მუქარით სავსე. პირდაპირ ვეუბნები: შეაშინეთ ის, ვინც შეგიშინებიათ! თუ ვინმეს უნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, ერთ-ერთი პირველი მე ვარ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რუსეთის ოკუპანტი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ. სხვა შემთხვევაში, მათ მონა ივანიშვილს მაქსიმუმ ორი თვე დარჩა და მას შემდეგ თუ არ დაიწყება ლაპარაკი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, თუ გაგრძელდება ჩვენი ტერიტორიების გადახვნა, შემოღობვა, ადამიანების გატაცება, მკვლელობა, იძულებულები გავხდებით, უსაფრთხოებისთვის, გადარჩენისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე განვალაგოთ აშშ-ს სამხედრო ბაზები, ბირთვული შეიარაღებით და მერე საკუთარ თავს დააბრალონ. თუ რუს პოლიტიკოსებს სურთ ჩემთან დებატები, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ადგილზე, მათ შორის მოსკოვში. 

არ ვიცი რამ გამოიწვია რუსი ისტებლიშმენტის ნერვების მოშლა, უარესი მწვავე განცხადებები გამიკეთებია. ახსნა ერთია: დაინახეს, რომ მათ მიერ საქართველოს ხელისუფლებაში შექმნილი ოკუპაციური სისტემა იმსხვრევა, ივანიშვილის ეპოქა მთავრდება! არსება, რომელიც გამოჩორკნეს, დოლარებისგან შექმნეს, რომ სოხუმისა და ცხინვალის შემდეგ, თბილისშიც ჰყოლოდათ ოკუპაციური ხელისუფლება, ამ რეჟიმის შანსი დამთავრებულია და მიხვდნენ რომ ამ დამთავრებაში ლეიბორისტულმა პარტიამ და თქვენმა მონა-მორჩილმა გადამწყვეტი წვლილი შეიტაბა, როდესაც შევქმენით ერთიანი ოპოზიციური ფრონტი რეჟიმის წინააღმდეგ ( და ამისთვის ბევრი რამ დავივიწყეთ) და როდესაც აშშ- ში გადამწყვეტი როლი შევასრულეთ იმ პოზიციების გამოხატვაში, რამაც პრაქტიკულად, დაამთავრა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში. 

ჩვენი ინტერესია ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო და ერთიან საქართველოში არ ოკუპანტი ჯარისკაცების და არც ოკუპანტი ოლიგარქების ადგილი არაა. ეს ქართველი ხალხის სურვილია, ჩვრნ მხოლოდ ვასრულებთ ამ შეკვეთას და ნაკლებად მაინტერესებს ეს რუსეთში ძალიან ეწყინებათ, ნაკლებად, თუ მსუბუქად გაატარებენ.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები