ახალი ამბები
ივანიშვილის სამშენებლო მაფიამ მთაწმინდის პლატო ,,საყდრისი-2"_ად გადააქცია

შალვა ნათელიშვილმა მთაწმინდის პლატოზე არსებული მძიმე მდგომარეობა გააპროტესტა, სადაც მთლიანად გამხმარია ნაძვის ხეები. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი თვლის, რომ ეს შეგნებულად ხდება.

,, ჩვენს წინ ჩანს ბიძინა ივანიშვილის სასახლე ზვიგენებით და პალმებით. ჩვენს გვერდით _ გადამწვარი, გამხმარი მთაწმინდის პლატო, რომლის შექმნასაც ჩვენი წინაპრებმა, ათეული წლები მოუნდნენ და დღეს აქ არცერთი ხე არ არის პერსპექტიული. გასაკაფია, მხოლოდ იმის გამო, რომ ივანიშვილის სამშენებლო მაფიამ დაიპყრო ახალი ტერიტორიები, ირანელების და არაბების ჩამოსაყვანად, როგორც ეს დანარჩენ სივრცეში მოხდა.

ეს ყველაფერი გახლავთ დანაშაული მომავალი თაობის და ეკოლოგიის წინააღმდეგ და ამის გამო, რაც გააკეთა ივანიშვილის სამშენებლო მაფიამ _ ქალაქს წაართვა მწვანე წიწვოვანი ფილტვები, დამატებით აგებენ პასუხს: პოლიტიკურს, სამართლებრივს, მორალურს და ისტორიულს. ამას ვპირდები აქედან, მისი სასახლიდან.

რამდენიმე წლის წინ, გერმანელმა ექსპერტებმა თქვეს გასაგებად, რომ დაავადებული ფიჭვები, სანიტარული ჭრით მოსაცილებელია, დანარჩენი შესაწამლია. ეს არ გააკეთეს შეგნებულად იმისთვის, რომ ივანიშვილის, კალაძის, ოდიშარიას, წულაიას, მამაცაშვილის სამშენებლო მაფიას ქონდეს ფართები იმისთვის, რომ ირანელები და არაბები ჩამოასახლონ. 

ნახეთ რა ნგრევაა, საყდრისი გეგონებათ, კაცი იფიქრებს რომ ბომბი დაეცა სივრცეს, საყდრისი-2 გახსნეს. მთელი გათვლები იმაზეა, რომ საქართველო დაამთავრონ, მაგრამ საქართველო მათ დაამთავრებს 31 ოქტომბერს! " _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
FaceBook Twitter Google
ვიდეოები