ახალი ამბები
ოლიგარქი ივანიშვილი გასაქცევად გუდა-ნაბადს ამზადებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის აზრით, ,,ქართული ოცნების“ საპარალმენტო სიამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ოლიგარქი ივანიშვილი არჩევნებში მარცხს შეგუებულია
როგორც ვნახეთ, მმართველმა რეჟიმმა წარსულიდან ვერაფერი ისწავლა.

,,ოცნების“ პირველი ოცეული კვლავ შედგება 20 ივნისის ჯალათების, ოლიგარქების, ზონდერ-სპორტსმენების და უსახო სახეებისგან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოლიგარქი ივანიშვილი შეგუებულია გარდაუვალ დამარცხებას და გუდა-ნაბადს ამზადებს გასაქცევად, რაც ერთი მხრივ, მისთვის იქნება კარგი _ ქონების გარკვეული ნაწილი შეიძლება გადაურჩეს სანქციებს, რასაც მისთვის ამზადებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი მოკავშირეები, მაგრამ ქვეყანას კიდევ ერთხელ შეერყა იმიჯი ჯალათების სიის ლიდერებად ჩაწერით, რომლებმაც ტყვიები ესროლეს ჩვენს შვილებს და ეს დემოკრატიის განვითარების აუცილებლობად გამოაცხადეს.

გავიხსენოთ 9 აპრილის ტრაგედია, რის შემდეგაც საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება მთლიანად გადადგა, იმის მიუხედავად, რომ ტრაგედია რუსმა ჯარისკაცებმა დაატრიალეს. ამათ არ გააჩნიათ არანაირი მორალი და პასუხისმგებლობა, ჩაცხრილეს მძინარე მაჩალიკაშვილი და ჩამცხრილავები დააწინაურეს, დათხარეს ახაგაზრდებს თვალები და კიდევ ერთხელ პოლიტიკურ ლიდერებად გარდასახეს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართულ ოცნებას“ არ დარჩათ არანაირი პოლიტიკური, მორალური, ზნეობრივი, ენერგეტიკული რესურსი ქვეყნის სამართავად და ისინი გარდაუვლად მიერთებიან ისტორიულ სანაგვეზე. ახლა მთავარია მოვახდინოთ ამ ნაგვის უტილიზაცია, ისე რომ ამ ოლიგარქებისა და ქვეყნის მყვლეფავების კლასტერიდან არავინ აღარასოდეს ამოყოს თავი.

შესანიშნავად იცნობთ გახარიას, რომელსაც ხალხმა თვათხარია შეარქვა, იცნობთ კაცთმოძულე წულუკიანს და კობახიძეს. სპორტსმენების არასებობა სიაში ნიშნავს, რომ სპორტი იქცა ხელისუფლების ზონდერჯგუფებად, რომ ფიზიკური ძალა გამოიყენონ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

მაჟორიტარულ კორპუსს გადახედეთ და ნახავთ, რომ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 300 მლნ ლარის მომპარავი კობიაშვილი ნაძალადევის მაჟორიტარადაა დასახელებული, ფოთის თევზის სუნით მომწამლავი მილიონერი ხახუბია ისევ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატია; ოდიშარია, რომელმაც მთელი ირანი და არაბეთი ჩამოასახლა, მთაწმინდის ფერდობებიც გაახმო, რომ კორპუსებისთვის ადგილი გამოეთავსუფლებინა, ასევე მაჟორიტარადაა წარმოდგენილი მთაწმინადზე.


FaceBook Twitter Google
ვიდეოები