ახალი ამბები
მსოფლიო თანამეგობრობას აღარ სურს იხილოს ბიძინა ივანიშვილი და პუტინის ბანდა ხელისუფლების სათავეში
..

,, ევროპარლამენტართა ეს განცხადება და ამერიკელ სენატორთა და კონგრესმენთა არანაკლებ მწვავე განცხადებები ნიშნავს იმას რომ 31 ოქტომბრის შემდეგ, მსოფლიო თანამეგობრობას ხელისუფლების სათავეში არ სურს იხილოს ბიძინა ივანიშვილი და პუტინის ბანდა. თუ ამას არ გააკეთებენ ნებით, ეს მოხდება მათგან დამოუკიდებლად.

ეს ნიშნავს, რომ არანაირ სხვა შედეგს, ამ ხელისუფლების წასვლის გარდა ჩვენი მეგობრები ამერიკასა და ევროპაში არ ელოდებიან და არ გაიზიარებენ. სხვა შედეგის შემთხვევაში, პასუხი იქნება ისეთივე, როგორიც ეს იყო მილოშევიჩის, კადაფის, ბაშარ ასადის, სადამ ჰუსეინის მიმართ და ამ წუთში რაც ხდება მინსკში ლუკაშენკოს მიმართ. მსოფლიოს კარგად მოეხსენება ვისთან გვაქვს საქმე და კარგად იციან რომ აქ პრეზიდენტი პუტინი აკოწიწებს სატელიტურ რეჟიმს, რომლითაც მას სურს გავიდეს არაბეთში, ირანში, თურქეთში, და ინდოეთის ოკეანეში და ამის უფლებას პრეზიდენტ პუტინს არავინ მისცემს, ისევე, როგორც ამგვარი ოცნებები ჩაეშალათ პეტრე პირველს, ნიკოლოზ პირველს და მეორეს, ალექსანდრე მესამეს და იოსებ სტალინს. არ გაუშვებენ რუსეთს, საქართველოს გავლით, ინდოეთის ოკეანისკენ, რადგან ეს ნიშნავს მსოფლიო კატასტროფას და ჩვენ, მსოფლიოსთან ერთად ამას არ დავუშვებთ." _ შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე, რომ ისინი ელოდებიან საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ჩრდილოვანი მმართველობის დასრულებას.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები