ახალი ამბები
რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩასარევად მზადაა

 

საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან

სანამ ჩვენ რუსეთის საელჩოსთან ვდგავართ, ამ წუთებში იღობება ხურვალეთი რუსი ოკუპანტების მიერ. რუსეთის ფედერაცია ამავე დროს მობილიზებულია ჩაერიოს მოახლოებულ არჩევნებში თავიიანთი რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასატოვებლად საქართველოში. მობოლიზირებულია სპეცსამასახურები, ხელისუფლების სათანადო სტრუქტურები, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაცია, მილიონობით ფული და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საბოლაოდ გაანაგდურონ ქართული სახელმწიფოებრიობა, რის უფლებას და საშუალებასაც ჩვენ დღევანდელი და მომავალი თაობა მათ არ მივცემთ და ამას ვაცხადებ აქ, მათი საელჩოს ნარჩენებთან.

დღეს იძულებულები გავხდით გაგვეგზავნა მოთხოვნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში, რათა საქართველოში არჩევნებში უხეში ჩარევისთვის, რუსეთის ფედერაციას დაედოს საერთაშორისო სანქციები, როგორც ეს მოხდა მ სხვა ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტებისას. იმედია, სანქციების საფრთხე და რეალობა აიძულებს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას თავი დაგვანებოს, ოკუპაცია დაამთავროს და დაიწყოს იმ თანამშრომლობაზე ფიქრი, რომელიც ჩვენი, ორივე ხალხის საერთო ინტერესებშია და ჩვენი ხალხის ინტერსებშია მშვიდობა, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა, ბიზნესის განვითარება, უვიზო რეჟიმი და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; მას შემდეგ, რაც საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება ფსოუზე, ჯავასა და ცხინვალში, როგორც ამას მოითხოვს გაეროს წესდება და მსოფლიო თანამეგობრობა.

 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86