ახალი ამბები
ქართველებო, გავერთიანდეთ ერთი მტრის წინააღმდეგ! _ შალვა ნათელაშვილის მიმართვა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს

შალვა ნათელაშვილმა საოკუპაციო ხაზთან, ზემო ნიქოზში მოუწოდა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს კრემლთან გააპროტესტინ საქართველოს მცოცავი ოკუპაცია.

შალვა ნათელაშვილი:
- რუსმა ოკუპანტებმა ქართულ მამულში კვლავ გაავლეს მავთულ-ხლართი. ჩქარობს კრემლი. იციან, რომ რამდენიმე თვეში, მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და დაუსჯელად ვეღარ შეძლებენ საქართველოს აწიოკებას.

მოვუწოდებ მოსკოვში მცხოვრებ 300 ათას ქართველს! დაიწყეთ საპროტეატო აქციები კრემლის კედელთან! გაიგოს პუტინმა იქვე, მისი კაბინეტიდან ქართველთა საპროტესტი ხმა!

ვიცი, რომ რუსეთში უამრავი რუსეთის მოქალაქე, მაგრამ გულანთებული ქართველი ცხოვრობს. ნუ ვუყურებთ მშვიდად საქართველოს უბედურებას! 

როდესაც ყველა ქართველი, გარეთ მყოფიც და შიგნით მყოფიც ერთად დავდგებით, მაშინ აიხსნება ეს მავთულხლართები და მაშინ წავლენ აქედან ოკუპანტები. გავერთიანდეთ ერთი მტრის წინააღმდეგ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რუსმა ხალხმა გაიგოს რაც მათი მთავრობის გადაწყვეტილებით აქ ხდება.

მინდა გაგახსენოთ გასული ზაფხულის სიტუაცია, როცა ყარაბაღში კვლავ იფეთქა კონფლიქტმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა დაანგრიეს მოსკოვი, სპეცრაზმი დასდევდათ, რომ დაემშვიდებინათ და ის კონფლიქტი გაჩერდა. იგივე, ამერიკის მოქალაქეები, თუ რამ პრობლემა ექმნებათ მათ ისტორიულ სამშობლოს, გამოდიან და ვაშინგტონსა და ნიუ ორკში ატარებენ აქციებს, შესაბამისი მოთხოვნევით. 

ხმას თუ არ ამოციღებთ, არაფერი გამოვა. სხვისმა მოიმედობამ რაც მოგვიტანა, კარგად ვნახეთ. ქართველების ერთად ამოღებული ხმის წინააღმდეგ ყველა სამხედრო მანქანა უძლურია.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86