ახალი ამბები
რა შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს დავით გარეჯზე მოლაპარაკებები?
..

შალვა ნათელაშვილი:
_ როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ალიევის ხელისუფლბამ, ივანიშვილის მაფიასთან სრული შეთანხმებით, მიიტაცა ქართული მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი კომპლექსი დავით გარეჯი, ხოლო გუშინ ვიზიტით ჩამოსულმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად გაგვაფრთხილა ყველა, რომ არავითარი განცხადებები ამ თემაზე არ გავაკეთოთ. თავის მხრივ საქართველოს იმპოტენტმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ახალი რუკების თაობაზე და სადერმაკაციო კომისიაში მის განხილვის შესაძლებლობაც.

მინდა განვუცხადო ივანიშვილის რეჟიმს, ალიევის ხელისუფლებას, არავითარი სადერმაკაციო კომისიის მუშაობა არ იქნება განახლებული და გაგრძელებული, სანამ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებს აქვთ მიტაცებული ქართული ტერიტორია _ დავით გარეჯი, ჩიჩხიტური, აღდგომის ტაძარი და მთელი ის კომპლექსი, სადაც ვერ შედის ვერც ერი, ვერც ბერი, ვერც ღვთისმოსავი, ვერც ტურისტი, ვერც მოქალაქე. როდესაც აღდგება მდგომარეობა , სტატუს-კვო, მერე კი ბატონო, მოლაპარაკებები და შეთანხმებები გაგრძელდება.

მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს, ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური რეჟიმია საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი. ეს რეჟიმი უახლოეს პერიოდში აქ აღარ იქნება და ალიევს მოუწევს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე პაუხისმგებლობა იმის გამო, რასაც სჩადის, თუნდაც გარეჯის მონაკვეთზე.



FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86