ახალი ამბები
მივმართავ დიპკორპუსს და ივანიშვილს! არ გაიზიაროს ამ გმირმა ბიჭმა ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის ბედი

შალვა ნათელაშვილი დიპლომატიურ კორპუსისგან გალში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას, მანამდე კი მისი უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

შალვა ნათელაშვილი:
_ გერმანელი ფაშისტებიც არ აიძულებდნენ დაპყრობილ ხალხებს ზარ-ზეიმით აღენიშნათ მათი დაქცევისა და მკვლელობების ე.წ. დღესასწაულები და ამას აფხაზეთში აკეთებენ რუსი ოკუპანტები აფსუებთან ერთად. ყოველ წელს, სექტემბრის ბოლოს აიძულებენ ბავშვებს იცეკვონ და იმღერონ მკვლელების ობელისკებზე და მათ საპატივსაცემოდნ აღმართულ მემორიალებთან.

და აი, დღეს გამოჩნდა გმირი ირაკლი ბებუა, რომელმაც საჯაროდ დაწვა აფსუების ნაცისტური, ქართველთა სიხლში ამოსვრილი დროშა, რის გამოც დაპატიმრებულია და არ ვიცით რა ელოდება.
მივმართავ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, სასწრაფოდ ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი მთავრობები, რათა ირაკლი ბებუას უსაფრთხოება იყოს დაცული.

მოვითხოვ ბიძინა ივანიშვილისგან ახლავე, იმ თანამგზავრული ტელეფონით, რომელიც მას და პუტინს აქვთ, დაუკავშირდეს რუსეთის პრეზიდენტს, თავის უფროს პუტინს, რომ საჭიროა ამ გმირის უსაფრთხოდ დაბრუნება თბილისში. ერთი ბეწვიც თუ ჩამოუვარდება, ვპირდები ივანიშვილს, რომ მის განაჩენს პირადად მოვაწერ ხელს.

მოგეხსენებათ, ქართველების რა გენოციდი დაატრიალეს და ეს იმ გენოციდის გაგრძელებაა, რომლის მიზანია ქართველი არ ჭაჭანებდეს საქართველოს მიწაზე. ამ მიწაზე ვინც დღეს ცხოვროიბს, არ არიან აფხაზები, აფსუები არიან, ადიღეიდან ჩამოსულები, რომელმაც მიითვისა აფხაზობაც, საქართველოს ტერიტორიაც და დამოუკიდებელი სახელმწიფო გამოგვიცხადა. მათ მიეტმასნა უამრავი მოღალატე ქართველი, თურქი, ირანელი და შომქნა ერი, ერად წოდებული, რომელთა მიზანუია ქართველობა მოსპოს იმ ტერიტორიაზე.

პირველი შემთხვევაა, ერს ირქმევს დანაშაულებროივი დაჯგუფება იმისთვის, რომ გაუსწორდეს მკვიდრ ერს, ან ნებისმიერ ერს. ეს ყველაფერი ძალიან მალე გახდება მთელ მსოფლიოს, საერთაშორისო სასამართლოების მსჯელობის საგანი.

რუსების და აფსუების პარპაში მალე დამთავრდება, მაგრამ მანამდე არ შეიძლება ამ ბიჭმა გაიზიაროს ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის ბედი.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86