ახალი ამბები
ასე დაიწვება ქართველობის წინააღმდეგ ყველა მებრძოლი

ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდი შესახებ აღიარების აუცილებლობაზე, კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება შალვა ნათელაშვილმა გაგრის დაცემის დღეს, გმირთა მემორიალთან

შალვა ნათელაშვილი:
_ დღეს კიდევ ერთი ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის სტადიონზე რუსმა, აფსუა და ჩრდილო კავკასიელმა ბოევიკებმა შეყარეს ადგილობრივი მოსახლეობა, დააჭრეს თავები და ფეხბურთი ითამაშეს. ასეთი საზარელი რამ მსოფლიო გენოციდების ისტორიაში არ ყოფილა.

ახალი პარლამენტი პირველსავე სხდომებზე მიიღებს დადგენილებას ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდი შესახებ, ხოლო 2 ოქტობერს გამოცხადდება ქართველი ერის საერთაშორისო გენოციდის დღედ და ეს დღე მთელი მსოფლიოს მიერ იქნება აღიარებული, რაც გახდება გარანტია, რომ მომავალში ქართულ ცივილიზაციას, ქართველობას, ჩვენს მომავალს ვეღარავინ შეეხება და იქნება დაცვის სუპერმაღალი კოეფიციენტი, ისე, როგორც ეს ხდება ებრაელებისა და სომხების მიმართ, რომლებიც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ხდებოდნენ გენოციდის მსხვერპლნი და სწორედ ამ სტატუსის აღიარებამ ისინი გადაარჩინა, როგორც ერი-სახელწმიფო.

ქართველი ხალხის ისტორია და არსებობა ყოველთვის იყო არა მარტო განუწყვეტელი ომები, არამედ ეს იყო ბრძოლა ქართველობის შესანარჩუნებლად, რადგან აქ მტერი ძირითადათ მოდიოდა არა მარტო იმიტომ, რომ ტერიტორია დაეპყრო, არამედ იმად, რომ მოესპო ქართული ცივილიზაცია, ეთნოსი, ქართული მენტალობა და საერთოდ ეთნიკური განუმეორებლობა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის.

აბა, რას შეიძლება მივაწეროთ თუ არა ჯალალადენის მიერ 100 ათასი თბილისელის ამოხოცვა, რომლებმაც არ გადააბიჯეს სიონთან დაგდებულ ჯვარს! რას შეიძლება მივაწეროთ დავით გარეჯში 3 ათასი ბერის მკვლელობა შაჰ აბასის ბრძანებით, თუ არა ეთნიკური გენოციდი და რელიგიური დევნა?! რას შეიძლება მივაწეროთ შაჰ აბასის მიერ 4 ათასი ქართველის აყრა და გადასახლება ფერეიდანში? რას შეიძლება მივაწერთ თურქების მიერ მილიონობით ქართველისთვის ენის სარწმუნოების და ეთნოსის წართმევა? რას შეიძლება მივაწოდოთ პრეზიდენტ პუტინის შარშანდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ქართველი ერი როგორც ერი-სახელმწიფო არ არსებობს და იყო მხოლოდ თბილისის და ქუთაისი გუბერნიები?!

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თუ ჩვენ არ ამოვიღეთ ხმა და არ ვთქვით, რომ ახლაც გენოციდს გვიწყობენ რუსი ოკუპანტები აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ახლაც დევნიან ქართველობის გამო ადამიანებს, ახლაც კლავენ ქართველობის გამო ოთხოზორიებს, ტატუნაშვილებს, ბაშარულებს, ახლაც კეტავენ ქართულ სკოლებს, ახლაც დევნიან საქართველოს მოქალაქეობის გამო, ახლაც აიძულებენ ქართველ ბავშვებს იცეკვონ და იმღერონ მკვლელების საპატივსდაცემოდ, მკველელების მემორიალთან. ამას ჩვენს ნაცვლად არავინ გააკეთებს. და კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს ირაკლი ბებუას მიმართ, რომელიც იტანჯება აფსუათა და რუსი ოკუპანტების დილეგში, იმისთვის, რომ მან დაწვა აფსუათა ქართველთა სისხლში ამოვლებული დროშა. ასე დაიწვება ქართველობის წინააღმდეგ ყველა მებრძოლი.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები