ახალი ამბები
ამერიკის სამხედრო ფარის გარეშე დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვერ შევინარჩუნებთ
..


შალვა ნათელაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების დაუყონებლივ გახსნას მოითხოვს. ,,სანამ ნატოსა და ევროკავშირში მიგვიღებენ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფარი გვჭირდება. სხვა შემთხვევაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვერ შევინარჩუნებთ.“ _ განაცხადა ბრიფინგძე შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი:
_ ყარაბაღის ომმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ რეგიონში გეო-პოლიტიკური აფეთქებები დიდ ხანს გაგრძელდება, რასაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეეწიროს ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი.
აქედან გამოსავალი არსებობს, საქართველოში დაუყონებლივ უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებული სამხედრო ბაზები, საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვულ-კოსმოსური იარაღი. ეს იქნება ჭკუის სასწავლებელი იმ რეგიონალური იმპერიებისთვის, რომლებსაც სურთ ჩაითრიონ საქართველო რეგიონალურ კონფლიქტებში და ეს იქნება უზარმაზარი ზარალი ოკუპანტი რუსეთისთვის, როდესაც ცხვიწინ მივუყენებთ იმ ს ზესახელწმიფოს, რომლის ძალა და ძლიერება კარგად იცის. და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, საქართველოს მოაწყდება უამრავი ინვესტორი, შეიქმნება სამუშაო ადგილები, ამერიკსათან გაფორმდება ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება და გადავალთ იმ ფორმატში, რომელშიც ვხედავთ აყვავებულ ისრაელს, სამხრეთ კორეას, კვიპროსს, ჰონგ-კონგს, სინგაპურს. ჩვენ გავხდებით უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ,,ვეფხვი“, როგორც უწოდებენ ამ მოდელის ქვეყნებს. სხვა შემთხვევაში, ვიმეორებ,, ერთ მშვენიერ დღეს ყარაბაღის ომი აქ მოვა, რეგიონალური აფეთქება შეგვიწირავს.
იზრდება თურქეთის გეო-პოლიტიკური მადა. ის არა მხოლოდ შევიდა კონფლიქტში ევროპასთან, ნატოსთან, ამერიკასთან, დღეს დაძაბული სიტუაცია აქვს საბერძნეთთან, არამედ იზრდება ერდოღანის პან-თურქული გემოვნება, რომელიც შუა აზიასა და კავკასიისკენაა მიმართული. თურქეთის შეიარაღებული ძალები, პირველად ასი წლის განმავლობაში, შემოვიდა კავაკასიაში და მიდის დიდი მზადება პან-თურქული სივრცის აღსადგენად, სადაც თურქეთთან ერთად შევა კავკასია და შუა აზია.
ჩვენ, ამ გამოწვევებს, საფრთხეებს ადექვატურად უნდა ვუპასუხოთ. როდესაც დაინახავენ ჩვენი მტრები, ჩვენი ჩაყლაპვის მსურველები 9და ასეთი არა მხოლოდ რუსეთია), რომ აქ განლაგებილია მსოფლიოს ყველაზე დიდი, ძლიერი სახელწმიფოს სტრუქტურები, ჩვენს მომავალ თაობას, უსაფრთხოებას და ტერიტორული მთლიანობას გადავარჩენთ. სხვა შემთხვევაში, დამრწმუნეთ, ერთ დღეს ჩენი მეზობელები გაგვიყოფენ, როგორც გაგვიყვეს რუსეთმა და თურქეთმა, გასული საუკუნის 30-იან წლებში.

შეადარეთ სამხრეთ კორეა, სადაც ამერიკის სამხედრო ბაზა დგას, ჩრდილეთ კორეას, სადაც რუსული ტოტალიზმია დამყარებული; შეხედეთ ისრაელს, მუსულმანური მტრული სახელწმიფოების შუაგულში, მსოფლიოს კარანობს პოლიტიკას, იმიტომ, რომ ამერიკასთან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება აქვს; შეხედეთ კვიპროსს, რომელიც გადაურჩა თურქულ აგრესიას, და ეს იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ ვინ იყო მათი დამცველი; შეხედეთ ჰონ-კონგს, სინგაპურს, მალაიზიას, ტაივანს, რომელიც ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერით გადაიქცნენ, ,,ვეფხვებად" სანამ ნატოსა და ევროკავშირში მიგვიღებენ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფარი გვჭირდება. ეს შესაძლებელია და ამის გადადება არ იქნება. სხვა შემთხვევაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვერ შევინარჩუნებთ. მეზობლების ანტიქართულ მიზნებს და გეგმებს ამერიკის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი უნდა დავუპირისპიროთ.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86