ახალი ამბები
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია წართმეული დავუბრუნოთ ხალხს. ვერცერთი ოლიგარქი ვერ წამოგვაყვედრის, გაფინანსებდითო
..

შალვა ნათელაშვილი:
_ ყველამ იცის სააკაშვილმაც, ივანიშვილმაც და სხვებმაც, რომ ერთადერთი ჩვენი პარტია არ იმართება ოლიგარქებისგან და ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია წართმეული დავუბრუნოთ ხალხს, რადგან ვერცერთი ოლიგარქი ვერ წამოგვაყვედრის, ჰო გაფინანსებდი, აგერ დოკუმენტი და ახლა რატომ მართმევო.

გუშინ რომ ივანიშვილს აფინანსებდნენ ოქრიაშვილი, ჩოჩელი, ხაბულიანი. ნიკოლაიშვილი და დღეს სააკაშვილს აფინანსებენ და ამას დოკუმენტის, ჩანაწერის გარეშე კი არა აკეთებენ. როგორც კი ,,აუხტება“ რომელიმე ლიდერი რომ ჩხარტიშვილი, ანაბრები რომ წაიღე და ჩემი ხალხი შიშველ-ტიტველი დატოვე, უკან უნდა მოიტანოო, ის ვანო ეტყის: ძმაო, მე ჰო შენ გაფინანსებდი, ვარდების რევოლუციის დროს შენი გავხდი, შემდეგ ფრაქცია შეგიქმენი, და ახლა რა გინდაო.

ამიტომ, მეგობრებო! მივხვდეთ რეალობას, რომ ერთადერთი, ვინც შეუძლებელია მართონ და ყურით ატარონ ოლიგარქებმა შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტული პარტიაა. ამიტომაა, რომ ეს ოლიარქიული პარტიები და მათთან დაკავშირებული სეგმენტები ერთიან რეიტინგულ ომს გვიცხადებენ!
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86