ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დებატებში იწვევს
..

შალვა ნათელაშვილი:
_ ოლიგარქის დაპირება საქართველოში საოცარი დემოკრატიის მშენებლობაზე რვა წლის თავზე დაგვირგვინდა იმით, რომ მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში პირველად, მმართველი პარტია უარს აცხადებს მიიღოს წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობა და ღრმად სხედან ბუჩქებში და გვირაბებში, ხოლო მათი ლიდერი, კორონასგან შეშინებული, შეყუჟულია ბრონკამერაში და როგორც ჩანს, იქიდან გამოხედვაც არ უნდა.

მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, დამიჯდეს სატელევიზიო დებატებში, სადაც ბოლომდე იქნება ის მხილებული, როგორც მატყუარა, ,,გადამგდები", მტაცებელი, ქვეყნის დამაქცევარი, რის შემდეგ წაგებამდე, თვითონ დაკარგავს პოლიტიკური მოღვაწეობის ხალისს". თუ ასე ძალიან ეშინია კორონასი, მზად ვარ ვირტუალურად შევიდე მასთან დებატებში ყველა შემთხვევაში, როცა მმართველი პარტია უარს ამბობს დებატებში მონაწილეობაზე, ის ავტომატურად აღიარებს წაგებას. ასეა პოლიტიკაში, ასეა სპორტში. გაიხსენეთ ფიშერის და კარპოვის ისტორია, ფიშერი არ გამოცხადდა შეხვედრაზე და მისი მოწინააღმდეგე გამოცხადდა გამარჯვებულად.

ამასთან, გადახედონ თანამედროვე მსოფლიო პროცესებს. ტრამპი დღედაღამ თვითმფირნავშია და მონაწილეობს დებატებში, ისე როგორც 80 წლის ბაიდენი. საერთოდ არ გაუგია კაცობრიობის ისტორიას არჩეევნები, რომის სენატიდან დაწყებული, დებატების გარეშე. რახან არ გინდა დაუჯდე მოწინაარმდეგეს, და მოისმინო არგუმენტაცია, ნიშნავს, რომ ხარ მტყუანი და წინასწარ დამარცხებული.

რა თქმა უნდა, ისინი დამარცხებულები არიან. რა თქმა უნდა, 31 ოქტომბერს შემდეგ, ხელისუფლებაში მათო ყოფნის საკითხს ვეტოს დაადებს ქართული საზოგადოება, მაგრამ რაღაცით მაინც დაამახსოვრონ ხალხს თავი, თუნდაც იმით, რომ გაბედონ და წინასწარ წაგებულ დებატებში დაჯდნენ.

ვიმეორებ, ჩემი განცხადება ეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აძლევს მაგალითს თავის სამარცხვინო გუნდს სილაჩრის, უტვინობის, უინტელეექტობის, წინასაარჩევნოდ დამალვის. ამიტომ, ის თუ გამოვა გარეთ, შეიძლება მისი ხელის გოგო-ბიჭებსაც მიეცეთ გული და ისინიც წანოვიდნენ დებატებში პოლიტიკურ კოლეგებთან.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86