ახალი ამბები
ერთად დავდგეთ და ვერანაირი ტარტაროზი ვერ მოგვერევა

შალვა ნათელაშვილი:
_ ხვალ, 3 სთ-ზე მთელი მსოფლიო ელოდება ქართველი ხალხის საპროტესტი ხმას იმ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელიც მოგვიწყო ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივმა ჯგუფმა, არჩევნების სახით, რაც წარმოადგენდა ჩვენი ხალხის, ერის, მომავლის, ისტორიია ფეხვეშ გათელავას, ძალადობას, შეურაცყოფას, ხელისუფლების მორიგ უზურპაციას და ნუ ვიფიქრებთ, რომ ამ აქციაზე გვეძახის რომელიმე პარტია, ლიდერი, ან საზოგადოებრივი ჯგუფი. მიტინგზე გვეძახის ჩვენი დიდი ისტორია, დღევანდელობა, მომავალი იმისთვის, რომ ვეღარავინ ვეღარასოდეს გაბედოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, სიამაყის, სილაღის ფეხვეშ გათელვა, რითაც ქართველი ხალხია ცნობილი.
დაგვამცირეს! აბუჩად აგვიგდეს! გვითხრეს, რომ არავინ არაფერს გვეკითხება. გინდ მიდი არჩევნებზე, გინდ _ არა, გინდ მიეცი ხმა, გინდ _ არა, ჩვენ მაინც იმას დავწერთ, რაც გვინდა.
ჩვენი ხალხი სწორედ ხვალიდან დაიწყებს იმ ისტორიული განაჩენის დაწერას, რომლითაც ამგვარი ბანდები ხელისუფლების სიახლოვეს ვეღარ გაიჭაჭანებენ! ხვალ ჩვენი მარტყოფია, ჩვენი ბასიანია, დიდგორია! მთავარია ერთად დავდგეთ და ვერანაირი ტარტაროზი ვერ მოგვერევა! ან ბოროტმოქმედებით, ივანიშვილმა გამარჯვება უფრო მოაახლოვა. საკუთარ განაჩენს, დამარცხებას კვირას თვითონ ისე მოაწერა ხელი, ვერც გაიგო. რახან ვერ გაიგო, ხვალ დავანახვებთ!
FaceBook Twitter Google
ვიდეოები
1