ახალი ამბები
კოვიდი, ან შიმშილი! _ ხელისუფლების კანიბალური შემოთავაზება

"გამოცხადებული საგანგებო ვითარება მიზნად ისახავს არა მოსახლეობის გადარჩენას ვირუსისგან, არამედ ივანიშვილის მიერ, გაყალბებული არჩევნებით, უზურპირებული ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს ფაქტიურად სამხედრო-პოლიტიკური დიქტატურის ახალი ფორმაა." _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე.

შალვა ნათელაშვილი:
_ ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიოდან ჩვენთვის დასახმარებლად გამოყოფილი 10 მილიარდი გამოყენებულიყო ვაქცინების შესაძენად, რომელიც დღე-დღეზე გამოვა ბაზარზე და მთელ მსოფლიოში დაიწყება აცრები, აღნიშნული ფული ბატონმა ბიძინამ მოახმარა საკუთარ სამშენებლო ბიზნესს, საკუთარ სასტუმროებს, საკუთარ ბანკებს და დღეს გვაყენებენ არჩევანის წინაშე: ან აირჩიეთ კოვიდი, ან შიმშილი! ამ კანიბალისტურ შემოთავაზებაზე ქართველ ხალხს მრისხანე პასუხი ექნება!
მოვუწოდებ ივანიშვილის ოლიგარქატს! უცხოეთიდან ჩვენთვის გამოყოფილი ფულიდან, სასწრაფოდ შეისყიდონ ვაქცინები და დაიწყონ მოსახლეობის აცრა! მორჩით საკარანტინო მანიპულირებებს! მიეცით ხალხს საშუალება საშობაო დღეებში მიიღონ ელემენტარული შემოსავალი!
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86