ახალი ამბები
ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა დაწყებულია

მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატების მქონე ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ლეიბორისტულმს პარტიამ, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ისინი გაყალბებული არჩევნებით შექმნილ საკანონდებლო ორგანოს მანდატებზე უარს ამბობენ.

შალვა ნათელაშვილი:
- წლების მანძილზე, ქართველი ხალხის დიდი ბრძოლით მოპოვებული ძალაუფლების წართმევას ცდილობს რუსი ოლიგარქი. ეს მცდელობა მას 31 ოქტომბერს ჰქონდა, მაგრამ წყალში ჩაეყარა, რადგან დახვდნენ იმ ქართველების შთამომავლები, ვინც იგებდა დიდგორს, ბასიანს; ვინც გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1918 წელს, ვინც გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1991 წელს; მათი გზის მიმდევრები დახვდნენ აქ თქვენი სახით და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის მცდელობა მოეხდინა ხელისუფლების უზურპაცია , დაემყარებინა დიქტატურა, ჩავარდა! დღეს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს უთხრა, რომ მას ვერავინ დაიმორჩილებს, ვერავინ დაჩაგრავს, ვერავინ იბატონებს მათზე. მოვუწიდებ მთელ დემოკრატიულ სამყაროს, არ სცნოს ეს შეკოწიწებული, პარლამენტად წოდებული, ,,ქართუ" ჯგუფიდან გამოვარდნილი ივანიშვილის დაჯგუფება. ისინი წარმოადგენენ უზურპატორებს, რომლებმაც ძალიან მალე უნდა დაამთავრონ ის დანაშაულებრივი გზა, რომელიც დაიწყეს.
დარწმუნებული ვარ, ეს მრავალპარტიული ერთიანობა, ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკური ჰარმონია არის გამარჯვების, განვითარების დიდი გარანტი. რაც დღეს გამარჯვებების, განვითარების და ის რაც დღეს მოხდა, ეს არის ხავერდოვანი, მშვიდობიანი ევოლუციური რევოლუცია, ყოველგვარი სამოქალაქო დაპირისპირების, მიტინგების, დაძაბულობის გარეშე.
ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა დაწყებულია და ეს აუცილებლად დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით!
FaceBook Twitter Google
ვიდეოები