ხელისუფლებამ დათმო ენერგოსუვერენიტეტი და გარიგებაში შევიდა რუსეთთან და ირანთან - შალვა ნათელაშვილი
ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართვერლოს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას - შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ 2015 წელს ხელისუფლებამ ირანთან, რუსეთთან და სომხეთთან ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცის შექმნის შესახებ პროექტს ხელი მოაწერა.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, დათმო ენერგოსუვერენიტეტი, მეორე მხრივ კი, გარიგებაში შევიდა რუსეთთან და ირანთან, რომლებსაც ევროკავშირისა და აშშ-სგან მძიმე სანქციები აქვთ დაწესებული.

"2015 წლის დეკემბერში ივანიშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის შესაბამისადაც იქმნება ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცე ჩვენი ქვეყნისა, რუსეთთან, ირანთან, სომხეთთან, რაც ნიშნავს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას.

ალბათ, არავის გიკვირთ, რატომ დაანგრია კალაძემ და ივანიშვილმა თერგისა და არაგვის ხეობები, რატომ გაკაფეს ხეები და წამოჭიმეს მაღალი ძაბვის საშინელი საფრთხობელები და დააწიოკეს იქ მცხოვრებელი ხალხი, აიღეს სალოცავები, საფლავები და ეს მუშაობა დღემდე გრძელდება და ორ-სამ წელში გათვლილია აღნიშნული პროექტის დასრულება," - ამბობს ნათელაშვილი.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები