რეზოლუციაში რუსეთის ხსენების შემთხვევაში ივანიშვილის ქონებიდან და მისი უსაფრთხოებიდან აღარაფერი დარჩებოდა
გამოქვეყნდა:
n..
nnnnnnnnუკრაინისადმი მხარდამჭერ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას, სადაც რუსეთი ერთხელაც არაა ნახსენები, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ბრიფინგით გამოეხმაურა.
nnnnnnnnშალვა ნათელაშვილი:
nnnnიმ დროს, როდესაც საქართველოსა და უკრაინის გამო კაცობრიობა ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, უდიდეს გაოცებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების დუმილი და სირაქლემას პოზა, რომელმაც რეზოლუციის პროექტშიც კი ვერ გაბედა მთავარი აგრესორის - რუსეთის დასახელება, სიტყვიერად.
nnnnეს ყველაფერი რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ, ივანიშვილის რეჟიმის სახით, საქმე გვაქვს კრემლის ადმინისტრაციის ფილიალთან ამიერკავკასიასა და საქართველოში.
nnnnnnnnსხვა რამ ადრეც არ გვიფიქრია, მაგრამ რეალური მტკიცებულება გამოჩნდა მაშინ, როდესაც უნდა გადაწყდეს რეგიონის და საქართველოს ბედი.
nnnnივანიშვილს აქვს დავალება - საქართველო დააბრუნოს მოსკოვის ორბიტაზე: გაჩუმდეს იმ დროს, როცა საქართველოს ბედი წყდება, არ შეუქმნას დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორები ივანიშვილის რეჟიმს.
nnnnამ პირობას წარმატებით ასრულებს. როგორც კი რეზოლუციაში რუსეთს ახსენებდნენ, ივანიშვილის ქონებიდან და მისი უსაფრთხოებიდან აღარაფერი დარჩებოდა.
nnnnnnnnალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ რაც დაემართება უკრაინას, იგივე დაემართება საქართველოს.
nnnnამ დროს გაჩუმება და დასახელებული პოზიციის დაკავება ნიშნავს თანამონაწილეობას პუტინის რეჟიმთან, აგრესიას ექსპანსიას ამ უდიდეს ომში.
nnnnჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფოებრივ ხელშეუხებლობას.
nnnnმხოლოდ ამის შემდეგ გაიზრდება ჩვენი დაცვის გარანტიებიც საერთაშორისო არენაზე; სწორედ ამის შემდეგ შეწყდება ჩვენი სოფლების შემოღობვა რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ.
nnnnnnnnალბათ, ყველას კარგად გახსოვთ უკრაინის პრეზიდენტის უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში, რომელმაც მოინახულა ენგურის ხიდზე საოკუპაციო ხაზი და ჩვენი ხელისუფლების სამარცხვნოდ, ვერცერთმა პირმა ვერ გაბედა თან ხლებოდა პრეზიდენტს, რომელმაც სოლიდარობა გამოგვიცხადა.
nnnnამის შემდეგ რა უნდა გაგვიკვირდეს?! რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველო წყდება თავისი განვითარების დემოკრატიულ ორბიტას.
nnnnსაქართველოს მთავრობა ნებას აძლევს რუს ოკუპანტებს შემოღობონ, გაიტაცონ, მოკლან, დაანგრიონ, დაგვამცირონ ყოველგვარი საპროტესტო რეაქციის გარეშე.
nnnnnnnnამიტომ, მოსაცილებელია მეოთხე სტადიის სიმსივნე, ივანიშვილის რეჟიმის სახით და ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ.
