დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა; მზის ენერგო-სისტემების დაფინანსება მოსახლეობისათვის.
დაცული ტერიტორიების გაფართოება სულ მცირე 20%-ით. დაცული ტერიტორიების, ისტორიული ძეგლების, ტყეების, პლაჟებისა და ტბების გასხვისების (გრძელვადიანი იჯარით გაცემის) აკრძალვა.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება ჰუმანური მეთოდებით — სტერილიზაცია, ჩიპირება, ცოფზე ვაქცინაცია სახელმწიფოს ხარჯზე.
ხის მასალის ექსპორტის აკრძალვა; მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება.
