ლეიბორისტული პარტიის შესახებ
90-იან წლებში ორასწლიანი შესვენების შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებით გამოწვეული ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა. იგი შეწყვიტა შეიარაღებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ, სამოქალაქო ომმა, საერთაშორისო კონფლიქტებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, არეულობამ და იარაღის დიქტატურამ, რომლის დროსაც
მოხდა ქვეყნის მთელი ეროვნული სიმდიდრის დატაცება, ეკონომიკური ბაზისის ნგრევა–გადანაწილება, ხალხის ქონების მითვისება, იმდროინდელი ფსევდოელიტის მიერ, რამაც საფუძველი დაუდო
უსამართლო სოციალურ წყობას, მონოპოლისტურ ოლიგარქიულ ეკონომიკას, ყალბ, მოჩვენებით დემოკრატიას, ხელისუფლებაში მოსვლას არჩევნების ტოტალური ფალსიფიცირებით ან უკანონო რევოლუციებით. ყველა ეს პროცესი იგეგმებოდა და ფინანსდებოდა ერთობლივად: შევარდნაძის, შემდგომ სააკაშვილის რეჟიმისა და
ოლიგარქიული ზედაფენის ურთიერთ გარიგებით, რომლის სათავეში ძირთადად კრიმინალური წარმოშობის მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი იდგა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ოლიგარქმა უკვე
მოიხსნა ნიღაბი და ოფიციალურად აიღო მთელი ძალაუფლება თავის ხელში. რეჟიმის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო მთელი პოლიტიკური სპექტრის მოსყიდვა, ელიტის ფულით განეიტრალება, ყველა საკვანძო პოსტზე ოლიგაქრიულ-კრიმინალური პერსონების დანიშვნა, ხოლო თვითონ გადავიდა ჩრდილში, გააგრძელა ინკოგნიტო მმართველობა. პასუხიმგებლობა კი მთლიანად მოიხსნა მის მიერ მოტყუებული ხალხის წინაშე. კაცობრიობის ისტორიული ბრძოლის უმთავრესი მიზანი იყო: ძალაუფლება ყოფილიყო ხალხის და არა გამდიდრებული ფენის ხელში, გაყოფილიყო ბიზნესი პოლიტიკისგან. საქართველოში კი ეს ყველაფერი დაიმსხვრა და ხალხი აღმოჩნდა სრული სოციალური გენოციდის საკონცენტრაციო ბანაკში.
| Print |