Shalva Natelashvili: Urgent measures are needed to save Georgian statehood
Published:
The full text is available in Georgian.
n..
nnnnnnnnუკრაინაში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ აგრესიას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბრიფინგით გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილის თქმით, უკრაინის შემდეგ მოსკოვი საქართველოთი დაკავდება.
nnnnშალვა ნათელაშვილი:
„წუხელ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა აგრესიის და ოკუპაციის მორიგი აქტი, უკრაინის წინააღმდეგ. კაცობრიობა დგას ბირთვული, მესამე მსოფლიო ომის საფრთხესთან. მოსკოვმა დაიწყო რუსეთის იმპერიის აღდგენა მთელი სიგრძე-სიგანით. შემდეგი რიგში დგას საქართველო, რასაც პუტინი არც მალავს.
nnnnარ ეყოთ ოცი პროცენტის ოკუპაცია, არ ეყოთ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმი თბილისში და დღეს უკვე მოსკოვი საქართველოთი იქნება დაკავებული, ხოლო ჩვენი ქვეყანა იალქანაწყვეტილი გემივით დაქრის მსოფლიო ოკეანეში.
nnnnსაჭიროა უსწრაფესი ღონისძიებები ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, რისთვისაც გარდაუვალია:
nnnnnამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულების გაფორმება;
nnnnსაქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეიარაღებული ძალების და სამხედრო ბაზების გახსნა;
nnnnაშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოზე;
nnnnმსოფლიო საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა ქართული სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად.
nnnnnეჭვი არავის ეპარება ალბათ, რომ საქართველოს ნატოში არავინ მიგვიღებს. უსაფრთხოებისთვის რჩება მხოლოდ ის პუნქტები, რაც მე ჩამოვთვალე. სხვა შემთხვევაში საფრთხე რეალურია. ის მალე უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლებს.“
