პროგრამა
განათლების რეფორმა იქნება პრიორიტეტული და რეფორმა სკოლებიდან დაიწყება

..


 

  1. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საჯარო სკოლებში შემოვიღებთ ერთჯერად, სრულფასოვან უფასო კვებას ყველა ბავშზე,
  2. პირველიან მეთორმეტე კლასამდე, ყველა მოსწავლეს დაურიგდებათ ნოუთბუქები
  3. ყველა მაღალჩინოსნის შვილი ისწავლის საჯარო სკოლაში, სხვა შემთხვევაში ის გათავისუფლდება სამსახურიდან
  4. შეწუყდებათ დაფინანსება სპორტულ ფედერაციებს და ეს თამხა წავა მასობრიცი სპორტის განვითარებაზე. ყველა სპორტული სექცია უფასო იქნება

.. დიდი ჩინელი მოაზროვნე კორფუცი ამბობდა: თუ გათვლა გაქვს ერთ წელზე _ დათესე ბრინჯი, თუ თვლი ათეულ წლებზე _ დარგე ხე, ხოლო თუ თვლი ათასეულ წლებზე _ მიეცი განათლება შვილებს. ეს დიდი სიბრძნე ჩვენმა ხელისუფალმა თავისებურად გაითავისა. თავიაანთ შვილებს სპეციალური სკოლები მოუწყეს და ნაკლებად აინტერესებთ აქეთ რა ხდება. 31 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქიული რეჟიმი დაგვემშვიდობება, საჯარო სკოლებში შემოვიღებთ ერთჯერად სრულფასოვან უფასო კვებას ყველა ბავშვზე; ყველა მოსწავლეს პირველიდან მეთორმეტე კლასამდე დაურიგდებათ ნოუთბუქები, იმისთვის რომ ჩვენი შვილები არ ჩამორჩნენ დროს და ღირსეული კონკურენცია გაუწიონ მაღალტექნოლოგიურ, სამეცნიერო სტანდარტებს, რომელსაც მათი თანატოლები ეუფლებიან სხვა ქვეყნებში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თაბამდებობის პირი, რომელიც თავისი ოჯახის წევრს საჯარო სკოლაში არ შეიყვანს, თანანდებობაზე ვერ დარჩება. მერე ვნახოთ, როგორ არ ექნებათ ყურადღება საჯარო სკოლებს, როგორ არ იქნება უზრუნველყოფილი ინვენტარით, ლაბორატორიებით, მაღალკვალუფიციური პერსონალით, ინფრასტრუქტურით. ამიტომაა, რომ ამერიკის პრეზიდენტების ოჯახის წევრები საჯარო სკოლებში დადიან. ეს ხდება იმიტონ, რომ მმართველმა ელიტამ ხალხის ცხოვრებით იცხოვრის, თავიაანთი შვილებისგან გაიგონ სკოლაში არსებულ პრობლემებზე. ჩვენც ამ გზით ვივლით. ვიცით, რომ ასეულობით მილიონი იხარჯება სპორტულ ფედერაციებზე, იმისთვის, რომ გამოზარდონ ერთეული სპოტსმენ- ზონდერები. შეწყდება მათი დაფინანსება და ეს თანხა წავა მასობრივი სპორტის განვითარებაზე და არცერთი სპორტული სექცია ფასიანი აღარ იქნევა. გასაკეთებელი ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს არის პირველხარისხოვანი გადაწყვეტილებები.“ _ შალვა ნათელაშვილი. 2020 წ. სექტემბერი.
| ბეჭდვა |