პროგრამა
პარასკევობით და შაბათობით, მეტრომ იმუშავოს 24 საათის განმავლობაში

ახალგაზრდას საკუთარი თავის რეალიზებისათვის განათლებასთან ერთად, თავისუფლება და განტვირთვა სჭირდება, ამ გზით ის უკეთ გააცნობიერებს საკუთარ სურვილებს, მიზნებსა და მისწრაფებებს.
შედეგი ხშირად ფატალურია, რადგან ახალგაზრდები ღამის საათებში, ხშირ შემთხვევაში არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებიან ავტომობილებით.

‼️ ჩვენ ვითხოვთ:
  • პარასკევობით და შაბათობით, მეტრომ იმუშავოს 24 საათის განმავლობაში
  • ღამის საათებში მგზავრები გადაიყვანოს - უფასოდ !
მეტროს მემანქანეები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას აიღებენ, მეტროში უსაფრთხოებას პოლიცია დაიცავს. საბოლოო ჯამში ეს შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რისკს, გამონაბოლქვს და დადებითად აისახება გარემოზე.
მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის მრავალი ქვეყნის ქალაქში.

| ბეჭდვა |