ლეიბორისტული
პარტია
სიახლეები

,,გააპრავებს" თუ არა პარლამენტი ქადაგიშვილის კანონდარღვევას

გამოქვეყნდა:

n..

nnnnnnnnეს დედააფეთქეთქებული, კონსტიტუციონალისტი ვარო ბატონმა კობახიძემ და მაგასთან ერთად, იქ ყველა ფუყე თავთავივით რომაა თავაღერებული, მართლა არცერთმა არ იცის, თუ ფეხებზე ჰკიდია ყველა კანონი და წესი?!

nnnnიმ ქადაგიშვილმა მაინც ჰო უნდა ჩაიხედოს პარლამენტის რეგლამენტში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, რამდენიმე ათასიანი ხელფასით, ამაყად რომ შეწუყვიტა შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო მანდატი, კანონით ასეა და რა ვქნათო? იმ კანონში სხვა რამეც რომ წერია, ეგ როგორაა?

nnnnპარლამენტის რეგლამენტის მეექვსე მუხლში წერია, რომ დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება თუ ის არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო სესიის სხდომებს, მაგრამ იქვე მერვე პუნქტი იტყობინება: ,,თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.“

nnnn2020 წლიდან დღემდე ოთხი სესია იყო პარლამენტში. არცერთ სხდომას შალვა ნათელაშვილი არ დასწრებია (რატომ _ ცნობილია). თუ პარალმენტის ქოცებმა არ იცოდნენ, პირველი სესია რომ დამთავრდა, რატომ არ მოიკითხა ბატონმა ქადაგიშვილმა რატომ აცდენს პარლამენტის წევრი შალვა ნათელაშვილი სხდომებსო? ერთხელ რატომ არ დაავალა აპარატს, დაურეკეთ და გაარკვიეთო? კაი, პირველი სესიის მერე თუ არ მოიკითხა, მეორეზე, მესამეზე? და თუ იცოდნენ და ბოიკოტს საპატიოდ თვლიდნენ ( ასეც უნდა ყოფილიყო), ახლა რა დოზანა ეტაკათ?

nnnnარ მჯერა, რომ შალვა ნათელაშვილის შესაძლო შესვლამ პარალმენტში ასე შეაშინა ქოცობა და ასეც რომ იყოს, უკვე სერიოზული ლაფსუსები გაქვთ ბატონო ირაკლი პროცედურებში დაშვებული. თქვენი ვალდებულება_ გაგერკვიათ დეპუტატის მიერ სხდომების გაცდენის მიზეზი, არ შეასრულეთ. პოლიტიკური ბოიკოტი რომ სამი სესია საპატიოთ ჩათვალეთ და მხოლოდ მეხუთე სესიის დაწყების წინ მოგეჩვენათ არასაპატიოთ, მას მერე რაც გაკეთდა განცხადება შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესაძლო შემოსვლაზე, ეს თქვენს პოლიტიკურ შურისძიებაზე არ მეტყველებს? თან ყველანაირ კანონიერ ჩარჩოებში ამოვარდნილ ანგარიშსწორებაზე. თუმცა ვის უკვირს, ჰო? ვნახოთ, პარლამენტი ,,გააპრავებს" თუ არა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ამ სერიოზულ დარღვევას.

nnnnამას კი გაასწორებს ევროპული სასამართლო, მაგრამ ქოცების უსამართლო სამართალს რა ეშველება?!.

nnnnნინო მეტრეველი

nnnnლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი

ბოლო სიახლეები

შალვა ნათელაშვილს ომიკრინი დაუდასტურდა

nშალვა ნათელაშვილს ომიკრინი დაუდასტურდა. ამის შესახენ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა. - დღეს საღამოს დამიდასტურდა ომიკრონი. პროცესი მიდის უაღრესად მსუბუქად. სრული დატვირთვით ვმუშაობ რამდენიმე დღიანი კარანტინის რეჟიმით