Without these steps, Georgia's chances of survival are slim
Published:
The full text is available in Georgian.
n..
nnnnnnnnშალვა ნათელაშვილი რამდენიმე პუნქტიან გეგმას ასახელებს, რომლითაც ქართლის რუსეთთან შეერთებას ავიცილებთ.
nnnnშალვა ნათელაშვილი:
nnnn„ქართლის რუსეთთან სამუდამო შეერთების საფრთხე ისეთი დიდი არასდროს ყოფილა, როგორც დღესაა. ალბათ დავრწმუნდით, რომ განცხადებები ივანიშვილის კრემლთან ფარულ მოლაპარაკებებზე ოკუპირებული ტერიტორიების სამუდამო მიყიდვის თაობაზე, რეალურია. საქართველოს მთავრობის დუმილი და დიპლომატიური პასუხები ამის დასტურია. იმისათვის, რომ სამუდამოდ არ დავკარგოთ ადგილი, საიდანაც აღმოცენდა ჩვენი სამშობლო, სასწრაფოდაა გასატარებელი შემდეგი ღონისძიებები:
nnnnnსაქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი ჩავიდნენ ნიუორკში და მოითხოვონ გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა;
nnnnმოწვეული იქნას პარლამენტის საგანგებო სესია და მიღებული იქნას რეზოლუცია ქართველი ერის გენოციდზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან;
nnnnმთავრობამ სასწრაფოდ მიმართოს შესაბამის ინსტანციებს და შეიქმნას ჰააგის ტრიბუნალი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ქართველი ერის გენოციდის გამო, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე;
nnnnცხინვალის რეგიონში მომქმედ ყველა თვითმარქვია სეპარატისტზე და რუსეთის სარდლობის წარმომადგენლებზე დაწესდეს ისეთი ფინანსური და დიპლომატიური სანქციები, რომ მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ფეხი ვერ დაადგან;
nnnnდაუყონებლივ დავიწყოთ მილაპარაკებები ვაშინგტონთან, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდეს ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება და საქართველოში დაიწყოს ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგება.
nnnnn„რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, ამ ნაბიჯების გარეშე, საქართველოს გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა.“
nnnn
