ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილის დაფინანსება იგივეა, დიდვაჭრებს ჯალალ ედ დინი ან შაჰ აბასი რომ დაეფინანსებინათ - ნათელაშვილი
საუკუნის დანაშაული ჩვენს თვალწინ ხორციელდება, ამ ქალბატონს დავალებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება - აცხადებს "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
მისი განცხადებით, თუკი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების შესახებ არსებულ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები ობიექტურად გაეცნობიან, გამოძიებაც არ სჭირდება, ისედაც ნათელია კრიმინალური სინდიკატი.

"მისი დაფინანსება ეს არამარტო სამშობლოს ღალატი, არამარტო შავი ფულის გათეთრება იგივეა, რომ ჩვენს წინაპარ დიდვაჭრებს დაეფინანსებინათ, მურვან ყრუ, შაჰ აბასი, ჯალალ ედ დინი და რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა....

"პირდაპირ ვუცხადებ სალომე ივანიშვილის ყაჩაღ სპონსორებს: ამ წუთიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა თქვენი ყაჩაღური საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა საფინანსო ორგანიზაციაში იყოს გაყინული. თქვენი ნასახი ქართულ ეკონომიკურ-სოციალურ - საზოგადოებრივ სივრცეში არ უნდა იყოს.

„ჭყონიამ დააფინანსებინა მიტროფანე ლაღიძის შთამომავლ ლაღიძის ხელით 100 000 დოლარით. აქვეა „ჯითი გრუპის“ პრეზიდენტი გიორგი გველესიანი, რომელმაც 54 მილიონის ტენდერები მოიგო, ნახევარზე მეტი გამარტივებული ტენდერი, ანუ პირდაპირ ჩვენი ფული აიღო და ახლა აძლევს პუტინის ქალბატონს. აქვეა ამბროლაურის რაჭის მაჟორიტარი დეპუტატი ენუქიძე, რომელიც ჩვენგან ამოღებული მილიონებით სულდგმულობს. აქვეა ქალაქის მაფიოზა მერი,“-ამბობს ნათელაშვილი.

მისი თქმით, ამ სიას აგვირგვინებს ადიკო (ალექსანდრე) ივანიშვილი.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86