ახალი ამბები
,,სასამართლო სისტემის გარდაქმნის ერთადერთი გზა ხალხის მიერ მოსამართლეების არჩევითობაა”
ლეიბორისტები საზოგადოებას სასამართლო სისტემის მსოფლიო წარმატებულ გამოცდილებაზე დამყარებულ მოდელს სთავაზობენ, რაც მოსამართლეების ხალხის მიერ არჩევითობას გულისხმობს. ,,ერთადერთი გზა, რომელიც მოგვაპოვებინებს დამოუკიდებელ, სამართლიან სასამართლოს, მოსამართლეების ხალხის მიერ არჩევითობაა. ეს არის გზა, რომელიც გაიარეს დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა სახელმწიფოებმა და რომელი გზითაც მოსამართლე გრძნობს პასუხისმგებლობას კანონთან, სამართალთან, ხალხთან და არა თავის დამნიშნავ ოლიგარქთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, თუ მერკანტინულ გაერთიანებებთან.“_ განაცხადა ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.


შალვა ნათელაშვილი:

_,,მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც სასამართლოც კი გადაქცეულია ოლიგარქის პირად აბაზანად, სადაც იქმნება უსამართლობა და ამ ფონზე, საოცარია, რომ სასამართლო ხელისუფლების გარდაქმნისთვის არავინ გვთავაზობს რევოლუციურ, რადიკალურ ცვლილებებს. ყველა იცავს თავის მოდელს, რაც ავტომატურად ითვალისწინებს მოსამართლის პასუხისმგებლობას მასთან, ვინც მას ამ თანამდებობაზე წარადგენს და დანიშნავს. ერთადერთი გზა, რომელიც მოგვაპოვებინებს დამოუკიდებელ, სამართლიან სასამართლოს, მოსამართლეების ხალხის მიერ არჩევითობაა. ეს არის გზა, რომელიც გაიარეს დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა სახელმწიფოებმა და რომელი გზითაც მოსამართლე გრძნობს პასუხისმგებლობას კანონთან, სამართალთან, ხალხთან და არა თავის დამნიშნავ ოლიგარქთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, თუ მერკანტილურ გაერთიანებებთან. რა მნიშვნელობა აქვს, წარმოდგენილები იქნებიან თუ არა სიაში მურუსიძეები, ჩინჩალაძეები და მიქაუტაძეები? სხვა გვარით იქნება კოლექტიური მურუსიძე და ის სხვა შეასრულებს იგივე ჯგუფის დავალებას. თუ არ მოხდა სასამართლოს რევოლუციური განახლება, თუ არ შეიცვალა მისი წარმოშობის წყარო, რა მნიშვნელობა აქვს სათავეში იქნება შევარდნაძე, ,,მხედრიონი“, ნაცმოძრაობა, ივანიშვილი, თუ სხვა პოლიტიკური ძალა? მათგან წარმოდგენილი ყველა სუბიექტი, მოსამართლის სახელწოდებით, პასუხისმგებლობას იგრძნობს არა ხალხისა და სამართლის წინაშე, არამედ ვინც მოსამართლის მაღალ სკამზე წარადგინა, მის წინაშე. ეს გზა იქნება ის, რითაც სამუდამოდ დასრულდება ქვეყანაში ჯიბის მოსამართლეების ეპოქა, სატელეფონო სამართლის ბობოქრობა და ხალხი შეიძენს მისი უფლებების დამცველ რეალურ ძალას.

გადავხედოთ საერთაშორისო პრაქტიკას. აშშ-ში ადგილობრივ მოსამართლეეის, როგოც წესი ხალხი ირჩევს, ტეხასისი შტატში, ხალხი ირჩევს უმაღლეს მოსამართლეებსაც. შვეიცარიაში 10 კანტონში ადგილობრივ მოსამართლეებს ირჩევს ხალხი, ხოლო ექვსში _ უმაღლეს მოსამართლეებსაც; იაპონიაში უმაღლესი სასამართლოს 15 წევრს მართალია, მთავრობა წარადგენს, მაგრამ მათ დასამტკიცებლად ეროვნული-სახალხო რეფერენდუმია საჭირო. ამავე ქვეყანაში მუდმივად დანიშნული მოსამართლეები ათ წელიწადში ერთხელ გადიან სახალხო რეფერენდუმზე, რათა მუშაობის გაგრძელებაზე მიიღონ ხალხის ნებართვა. სასამართლომ, კაცობრიობამ იცის ასეთი და არა ისეთი, როგორიც ამ ბოროტმა ხისთავიანებმა შექმნეს.


წყარო: http://euronews.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86