ახალი ამბები
"ჭიღვარიას მერობის ყოველი დღე ქალაქისათვის ზიანია"-ქუთაისის სკეიტ პარკი უკვე დაზიანდა
"ლეიბორისტული პარტიის" წევრები ქუთაისში ახლადგახსნილ სკეიტპარკში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ საუბრობენ. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, სამუშაოები კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა. მათივე განმარტებით, ატრაქციები და საფარი მწყობრიდანაა გამოსული. გარდა ამისა, ადგილი უმეთვალყურეოდაა დარჩენილი და დაბინძურებულია. "მერმა განაცხადა, რომ მოედანი ევროპული სტანდარტის იყო. პარკი რამდენიმე თვის წინ მოეწყო და დღეს აქ ინფრასტრუქტურა წყობიდანაა გამოსული, მოედანზე წყალი დგება. შემსრულებელი ვალდებულია ხარვეზები თავისი ხარჯებით 4 წლის განმავლობაში გამოასწოროს. მიუხედავად პრობლემებისა, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა,"-განაცხადა პარტიის წევრმა ირაკლი კიკვაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ქალაქი მილიონობით ლარს კარგავს.

"ესაა მაგალითი იმისა, რატომ არ უნდა იყოს გიორგი ჭიღვარია მერი. ქუთაისში ყველა პროექტი ხარვეზით არის შესრულებული. ჭიღვარიას მერობის ყოველი დღე ქალაქისათვის ზიანია. პარკის შემთხვევაშიც, საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს. მერი უნდა გადადგეს თანამდებობიდან,"-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა სამსონ გუგავამ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან. მათივე განმარტებით, ადგილზე ინფრასტრუქტურა უცნობმა პირებმა დააზიანეს და შესაბამისი სამუშაოები მალევე დაიწყება.

სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები კომპანია "დაკი"-მ შეასრულა, რაზეც 200 000 ლარამდე დაიხარჯა.


წყარო: http://www.radiodk.ge

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86