სოციალურად დაუცველ სამი შვილის დედასთან, რომელსაც სახლიდან
ასახლებენ ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
ნიკა ვარდოშვილი ეწვია და ხელისუფლებას მოუწოდა შეასრულოს საარჩევნო
დაპირება და აღნიშნული ბინა უსასყიდლოდ გადასცეს მრავალშვილიან ოჯახს.
,,შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ირაკლი სესიაშვილის
გაცემულ დაპირებას, რომელიც ყოვლედღე მოდიოდა ამ ბინენში და
მაცხოვრებლებს პირდებოდა, რომ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად
დაუკანონდებოდათ ბინები და ამ ადამინებს ექნებოდათ ჭერი, მაგრამ ეს
დაპირება, ისე როგორც ყველა სხვა, არ შესრულდა"_ განაცხადა ნიკა
ვარდოშვილმა.