ახალი ამბები
პირველი აუდიტორია - რატომ რჩება უმუშევრობა ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად წლების განმავლობაში
,,სამარცხვნო შრომის კოდექსი გვაქვს“
გადაცემა ,,პირველ აუდიტორიაში ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მამუკა ჯუღელმა და გიორგი გზირიშვილმა შრომის კოდექსში განსახორციელებლ კონკრეტულ მიმართულებებზე ისაიბრეს. მათი აზრით, აღნიშნული ცვლილება ახალგაზრდების დასაქმებას და სწავლას ერთდროულად შეუწყობს ხელს.

მამუკა ჯუღელი: საიტი worknet.gov.ge არის სახელმწიფო დასაქმების ერთადერთი პროგრამა და ისიც არაეფექტური, რადგან აღნიშნულ პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს ერთის მხრივ ან საერთოდ არ სთავაზობს სამსახურს, ან ძალიან მცირე ნაწილს სთავაზობს მისი პროფესიისაგან ბევრად აცდენილ ვაკანსიას. მეორეს მხრივ ამ პროექტში ხდება თანხების არაეფექტური და არამიზნობრივი ხარჯვა, რადგან სახელმწიფო სტუდენტს კი არ უნდა აიძულებდეს სწავლის პარალელურად სრულიად სხვა პროფესია აითვისოს და მისი განხრით იმუშაოს, არამედ სახელმწიფო უნდა ქმნიდეს გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებას. ასეთი გარემოს შესაქმნელად ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას გვესახება გამოსავალი, რომ სახელმწიფომ სტუდენტები და ახალგაზრდები გაათავისუფლოს საშემოსავლო გადასახდისაგან, რაც ბიუჯეტისთვის იქნება ძალიან მცირე დანაკლისი, მაგრამ იქნება ზალიან დიდი მოტივი ბიზნესებისთვის დაასაქმონ ახალგაზრდები. იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, პირველ რიგში აუცილებელია, რომ სახელმწიფომ აღიაროს პრობლემის არსებობა და შეწყვიტოს საზოგადოების მოტყუება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეშვეობით, რომ თითქოს ან უმუშევრობა არის 12% ან საშუალო ხელფასია 1 125 ლარი. ამ სტატისტიკას კი ქმნის იმით, რომ ხელისუფლება ორი წიწილის მქონე ბებოს თვლის ბიზნესმენად! გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ დაბალანაზღაურებადი სამსახურები, გვაქვს ასევე მეორე - უსაფრთხოების პრობლემა, როდესაც ადამიანებს სიცოცხლის ფასად უწევთ იმუშაონ და ისე არჩინონ ოჯახის წევრები. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნამდვილად არაფერს აკეტებს. ამაზე მეტყველებს მარტივი სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იზრდება მიშაობის დროს როგორც გარდაცვლილთა, ისე დაზარალებულთა რიცხვი.


გიორგი გზირიშვილი: დღეს საქართველოში კანონმდებლობით დამსაქმებელს აქვს უფლება , რომ დასაქმებულს გადაუხადოს საათში 0.18 თეთრი , რაც სამარცხვინოა და სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს .. ადამიანები ტოვებენ ქვეყანას მასიურად იმისათვის , რომ საზღვარგარეთ იმუშაონ და არჩინონ საკუთარი ოჯახებ , ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ანაზღაურება არის ძალიან დაბალი და სამსახურეობრივი პირობებიც არის არა ადამიანური . სტუდენტები ვერ იხდიან გადასახადს , იმიტომ რომ მათი უნივერსიტეტის სწავლის ფასი ბევრად აღემატება მათ ხელფასებს , რაც შემდგომში იწვევს სწავლის მიტოვებას .. შრომის კოდექსის სასწრაფო დახვეწა და საზოგადოებაზე მორგება უნდა იყოს დღეს სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი , რაც ბევრ პრობლემას შეუმსუბექებს ჩვენს საზოგადოებას .
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
27.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
27.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86