ახალი ამბები
საქართველო - როგორც სამოთხე ირანელებისთვის
ირანს აქვს მკაცრი ისლამური კანონები. ყველა ირანის მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს ტრადიციებს, წესჩვეულებებს და რელიგიას, განსაკუთრებით რამადანის თვეში, ამ პერიოდში საჯარო სივრცეებში დღის განმავლობაში სმა, ჭამა და მოწევაც იკრძალება.
2019 წელს, რამადანის თვე იწყეაბ 6 მაისს და სრულდება 5 ივნისს.

დავიწყოთ ტანსაცმლიდან, მამაკაცემბმა უნდა ატარონ გრძელი შარვლები და გრძელი მაისურები ან საროჩკები. 

გავაგრძელოთ, ურთიერთობები არამუსლიმ კაცსა და მუსლიმ ქალს შორის არის არალეგალური. თუკი ირანელი ქალი არამუსლიმ კაცთან ურთიერთობაშია, სასჯელი უმკაცრესია, ის შეიძლება სიკვდილითაც დასაჯონ. თუმცა კაცებისთვის დასაშვებია არამუსლიმ ქალთან დაქორწინება.

ირანში ქალებს ეკრძალებათ კაფე-ბარებში მუშაობა. ქალებს ასევე ეკრძალებათ ყავის სახლებში შესვლა და ჩილიმის მოწევა.

ირანელ ქალებს ეკრძალებათ ველოსიპედის მართვა. ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ ველოსიპედის ტარებისას კაცების ყურადღებას იქცევენ და ამიტომ ქალებს არ უნდა მიეცეთ ველოსიპედის ტარების უფლება. 
ქალებს ეკრძალებათ გამჭირვალე ტანსაცმლის ჩაცმა.
ქალებს ეკრძალებათ მუჰამედის, ალაჰის ან რომელიმე სულიერი ლიდერის კრიტიკა ან რელიგიის შეცვლა.
ქალებს არ აქვთ უფლება განქორწინების ინიციატივის, ეს მხოლოდ კაცებმა უნდა გადაწყვიტონ.
ქალებს ასევე ეკრძალებათ მოიხსნან ჰიჯაბი ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაზე, მათ შორის ოლიმპიადაზე.
ქალებს ეკრძალებათ ნებისმიერი ტიპის ფიზიკური კონტაქტი კაცთან, მათ შორის ხელის ჩამორთმევა.
ქალს თუ გააუპატიურებენ, ის ვერ შეძლებს მიმართოს სამართალდამცველებს, თუ 4 მოწმე მაინც არ ყავს.
ქალებს ეკრძალებათ ალკოჰოლის მიღება, ეკრძალებათ ცეკვა, ეკრძალებათ შინაური ცხოველების ყოლა, ეკრძალებათ ტატუს გაკეთება, ეკრძალებათ აზარტული თამაშების თამაში.
ქალები ვერ გახდებიან სულიერი ლიდერები, ვერ გახდებიან მოსამართლეები.
ირანის ბევრ პროვინციაში, ქალებს სცენაზე სიმღერაც ეკრძალებათ.

როდესაც ტურისტი წყვილი დასასვენებლად ჩადის ირანში, მათ სასტუმროს მენეჯერს უნდა ანახონ ქორწინების სერტიფიკატი ან რამენაირად უნდა დაასაბუთონ ცოლ-ქმრობა, რათა სასტუმროში ერთ ნომერში ყოფნის უფლება მიეცეთ.

ჰომოსექსუალიზმი, მრუშობა ან ქორწინების გარეშე სექსი ირანული კანონის მიხედვით იკრძალება და რიგ შემთხვევებში სიკვდილითაც ისჯება.

ყველა ტიპის ფილმები აკრძალულია სადაც სექსუალური ხასიათის კადრებია, მათ შორის DVD დისკებზე, ჟურნალებში ფოტოები და ასე შემდეგ. ამის გამო ბევრი დასავლური დისკი და ფილმი ირანში არ არის ხელმისაწვდომი.

ირანში ალკოჰოლური სასმელების იმპორტი, რეალიზაცია, წარმოება და მოხმარება აკრძალულია.

ფოტოსურათბის გადაღება სამთავრობო ან სამხედრო შენობებთან აკრძალულია. ეს შეიძლება ჩაგითვალონ ჯაშუშობაში და სასჯელიც მკაცრი იქნება. ასევე ლეპტოპის გამოყენება საჯარო სივრცეში შეიძლება არასწორად იქნას აღქმული.

ნარკოტიკული ნივთიერებების იმპორტი და გასხვისება სასტიკად აკრძალულია. ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული მრავალი პირის სიცოცხლე სიკვდილის დასჯით დასრულდა.

ირანში ვერ გამოიყენებთ ამერიკულ დოლარს, ისინი პროტესტს უცხადებენ ყველაფერს დასავლურს. ვერ გამოიყენებთ ფეისბუქს და აკრძალულია ტვიტერი. ასევე აკრძალულია ინსტაგრამი.
2013 წლის მონაცემებით მსოფლიოს ყველაზე ხშირად მოხმარებადი 500 საიტიდან, ირანში ნახევარი დაბლოკილია.

ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ მოიაზრებენ ირანელები გურჯისტანს სამოთხედ.
თუმცა ის ნამდვილად ძნელი მისახვედრია, რატომ გვაქვს ირანთან უვიზო მიმოსვლა, მაშინრ როდესაც ირანთან უვიზო მიმოსვლით მხოლოდ მსოფლიოს 9 ქვეყანა სარგებლობს, ასევე სარგებლობს სომხეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ჰაიტი, მალაიზია, მიკრონეზია, თურქეთი და ვენესუელა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საფრთხედ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებასაც ასახელებს.
2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის აგვისტომდე საქართველოს 323 ათასი ირანელი ეწვია.

2012-2016 წლებში ირანის მოქალაქეებმა ჯამში 774 ტიპის ქონების რეგისტრაცია განახორციელეს, ქონების რეგისტრაციაში იგულისხმება როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ასევე არასასოფლო-სამეურნეოს, ისევე როგორც ბინები და სახლები. 2016 წლის შემდეგ ეს რიცხვები კიდევ უფრო მკვეთრად არის გაზრდილი.

2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე ბინადრობის სტატუსი ირანის ისლამური რესპუბლიკის სულ 10 957 მოქალაქეს მიენიჭა. მათ შორის, 3 605 მათგანს მოკლევადიანი ბინადრობა (6 წლამდე ვადით), 1 428-ს ოჯახის გაერთიანების მიზნით, 5 179-ს შრომითი, ხოლო 120-ს მუდმივი ბინადრობა.

ირანული ბარები, რესტორნები, ბორდელები, რომლებშიც პოლიციაც ვერ აღწევს, სრული უკონტროლობა, რომელიც რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ არსებულ დაწესებულებებშია. სიტუაცია აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილზე, ლესელიძეზე, სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც უძრავი ქონების დიდი ნაწილი ძირითადად ირანელებს აქვთ ნაყიდი.

ზემოთაღნიშნული ინფორმაციებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვითხოვთ, რომ ირანთან გაფორმდეს სავიზო რეჟიმი!
ამავდროულად შსს სამინისტროს მოვუწოდებთ, რომ მის დაქვემდებარებაში შეიქმნას საემიგრაციო პოლიცია, რომელიც პირდაპირ ქუჩებში გადაამოწმებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და დაადგენს არიან თუ არა ისინი ქვეყანაში ლეგალურად.

დააკლიკე ფორმას და გაიზიარე ჩვენი მოთხოვნა 
ფორმა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86