ახალი ამბები
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამერიკელი მეგობრები დავარწმუნო ივანიშვილის სრულ უპერსპექტივობაში - ნათელაშვილი ვაშინგტონში კონგრესმენებს შეხვდება
შალვა ნათელაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ვაშინგტონში კონგრესმენებთან შეხვედრების ფარგლებში საარჩევნო პროცესებსა და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბარს გეგმავს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შალვა ნათელაშვილის შეხვედრები სენატორებთანაც.

„ყოფნა არ ყოფნის ჟამი უდგას საქართველოს. დღეს უნდა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ივანიშვილი, თუ საქართველო. ასევე უნდა გადაწყვიტოს მსოფლიომ და ჩვენმა მოკავშირეებმა, ივანიშვილის ოლიგარქიული, ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი, თუ საქართველოსთან მეგობრობა და მასთან ერთად განვითარება და მომავალში სიარული. ამ თემებზე იწყება კონგრესმენებთან, სენატორებთან ფართო დისკუსიები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამერიკელი მეგობრები დავარწმუნო საქართველოს პერსპექტიულ მომავალში და ივანიშვილის სრულ უპერსპექტივობაში, რომლის მოკავშირეობა კი არა, რომელზეც ხელის ჩამორთმევაც კი სირცხვილია მთელი მსოფლიოსათვის, არათუ საქართველოსთვის,“- განაცხადა ნათელაშვილმა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:
09.08.2020

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

,,ივანიშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა გასცეს მსოფლიოსა და უპირველესად
ქართველ ხალხს ვის ეკუთვნოდა ეს ტრაგიკული ტვირთი მისი ბანდიდან და თუ
ინახება ბათუმის პორტში ამგვარი ტვრთები დღესაც?!
09.08.2020

,,ივანიშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა გასცეს მსოფლიოსა და უპირველესად ქართველ ხალხს ვის ეკუთვნოდა ეს ტრაგიკული ტვირთი მისი ბანდიდან და თუ ინახება ბათუმის პორტში ამგვარი ტვრთები დღესაც?!"
ვიდეოები