რამოდენიმე საათის წინ, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და
უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილი მხარდაჭერი,
„მაუდის“ ყოფილმა თანამშრომლება “TV იმედის“ შენობასთან კარავი
გაშალეს და
პერმანენტული აქცია დაიწყეს ! აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა,
ივანიშვილის ტელეკომპანიის ხელმძღვანელის, ირაკლი რუხაძის მიერ,
შესრულებულ იქნას დაპირება, ს.ს. „მაუდის“ წვრილი აქციონერებისათვის
კუთვნილი დივიდენდების სანაცვლო კომპენსაციის გაცემის თაობაზე !
ლაშა ჩხარტიშვილმა განცხადებით: „რუხაძე და მისი მფარველი ივანიშვილი
შეასრულებენ „მაუდის“ თანამშრომლების მოთხოვნებს ან არადა კარვების
აქცია სულ უფრო მწვავე ფორმას მიიღებს და შესაძლოა ივანიშვილის
სასახლესთანაც გადაინაცვლოს !