ახალი ამბები
,,არ გაბედოთ დელიმიტაციის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა“_ ლეიბორისტების აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

ლეიბორისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, დავით გარეჯას ოკუპაცია-ანექსიის პროცესი გააპროტესტეს. პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას არ გაბედოს და არ მოაწეროს ხელი აზერბაიჯანთან, დელიმიტაციის რაიმე ხელშეკრულებას
,,იმის მიუხედავად, რომ დღეს საქართველო უმძიმეს ეტაპს გადის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შაჰ-აბაზისეულად კვლავ ჩაგვცა ზურგში დაშნა და პუტინის დავალებით აგრძელებს გარეჯის ოკუპაცია-ანექსიის პროცესს.
ვაფრთხილებთ ივანიშვილის რეჟიმს, რომელის გარიგებას ალიევთან, ეწირება ჩვენი და ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმნიდე, არ გაბედონ დელიმიტაციის რაიმე ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემა.
ხელისუფლების შეცვლისთანავე, რომელიც ძალიან მალე მოხდება, ყველა ხელშეკრულება, რომელთა თანახმადაც, დავით გარეჯის თუნდაც ერთი ქვა დარჩება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, იქნება გაბათილებული და ანულირებული, ისე როგორც ხელისუფლების შეცვლისთანავე შეიცვლება გზის, ნავთობის, ტვირთა გადაზიდვის ტარიფები, რომელთაგან აღებული მილიარდები, დღეს ივანიშვილის და ალიევის ჯიბეში მიდის და ეს თანხა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ბიუჯეტში წავა.
ამ ვერაგული ქცევით, დიქტატორი ალიევის რეჟიმი არა მარტო ამაგრებს პუტინის შემოტევებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთო ოკუპაციის პროცესს, არამედ უთხრის ძირს ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას და ამ მიზანს , რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს.
ამის გარდა, გადაიხედება ყველა დელიმიტაციაზე დადებული ხელშეკრულება (162კმ-ზე), რომელიც ასევე მოღალატეობრივად იქნა გაფორმებული ჩვენი ხელისუფლების წარმომადენელთა მხრიდან. ასევე, გადასაწყვეტია საინგილოს საკითხი, რომელიც უკანაონოდ გადაეცა აზერბაიჯანს 1921 წელს, სადაც მიდის ქართველთა გენოციდი, გადაშენება, ყოველი ქართულის დევნა-აკრძალვა, ქართულო სამლოცველოების დახურვა. ამ მდგომარეობის ასე დარშენა, შეუზლებელია. ეს არის სერიოზული იარა ორი მოძმე ხალხის ურთიერთობაში. ასეა, როცა ჩუმად ხარ და არ ამბობ, რაც წაგართვეს, მერე მტაცებელს სხვა პრეტენზიები უჩნდება.
ჩვენ უნდა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რანი ვიყავით და რანი დავრჩით ამდენი მომხდურისა და მტრის გადამკიდე.“_ განაცხადა აქციაზე შალვა ნათელაშვილმა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

ივანიშვილი არის უკვე ნანახი ოპერეტი კომიკური დიქტატორი ! ლაშა
ჩხარტიშვილი სტუმრად
09.12.2019

ივანიშვილი არის უკვე ნანახი ოპერეტი კომიკური დიქტატორი ! ლაშა ჩხარტიშვილი სტუმრად "ვახო სანაის დღის ამბებში", "TV პირველის" ეთერში, მე-12 პოლიტიკური პატიმრობის ვადის მოხდიდან, რამოდენიმე წუთში...

ლაშა ჩხარტიშვილი თავისუფალია. რუსთავის წინასწარი დაკავების
იზოლატორიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი დღეს
გაათავისუფლეს. ჩხარტიშვილს ადგილზე პარტიის
09.12.2019

ლაშა ჩხარტიშვილი თავისუფალია. რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი დღეს გაათავისუფლეს. ჩხარტიშვილს ადგილზე პარტიის

ვიდეოები