ახალი ამბები
,,ვერავითარი პუტინის დასაცავი პროვოკაციები თუ გეი–აღლუმები საქართველოში კრემლის საოკუპაციო კომიტეტს ვერ გადაარჩენს”


შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:


_ მეგობრებო, საყოველთაოდ მიღებული ეთიკის ნორმაა, რომ არ უნდა შევიგინოთ პირადი ურთიერთობიდან პოლიტიკამდე, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვდის ზოგჯერ ამ პრინციპის დაცვა. ამიტომ ვინც უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოს გაბუნიას.

ახლა რაც შეეხება საქმეს. ყველა ჩვენგანი ძირითადად თვითონ ვქმნით ჩვენს მიმართ გინება—ქების ატმოსფეროს ,გიორგი გაბუნიას ამ განცხადებას თავად პუტინმა ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ვარდების რევოლუციის დაფინანსება დაავალა ბიძინა ივანიშვილს ხოლო შემდეგ თავისივე შემოქმედებით უკმაყოფილომ დასაჯა მთელი ქვეყანა, წაგვართვა მამულის 20 პროცენტი, მან საგინებლად გაიღრმავა საქმე როდესაც 2012 წელს ტახტზე აიყვანა ყოვლად უზნეო,აგენტი-რეზიდენტი,იარაღის კონტრაბანდისტი,ნარკობარონი ივანიშვილი და მოაკვლევინა მას სახელმწიფო და მოაშთობინა პოლიტიკური სისტემა. მან საგინებლად გაიხადა საქმე, როდესაც ოკუპაცია,ჩვენი შვილების გაჟლეტა,ჩვენი ქალაქებისა და სოფლების მიწასთან გასწორება,ტატუნაშვილისთვის გულის ამოცლა,ოთხოზორიასთვის ცხელი ტყვიის დახლა არ იკმარა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა ერთი სტადიონი ჩრდილოეთიდან ჩამოხეტებული ველური ტომები, რომელთა პროფესიად აქცია ქართველთა სისხლის სმა, ამხელა იმპერიის ხელმძღვანელი იმ დონეზე დაეცა,რომ დაიწყო სოფლების,ბოსტნების ტყეების შემოღობვა,ღიად,დამამცირებლად ჩვენი ეროვნული,პიროვნული ღირსებების ფეხქვეშ გათელვით, ერთმორწმუნე იმპერატორი იქამდე დაეშვა,რომ საფლავებიც თავის ტაძრებიანად ღობეების იქით მოაქცია, სადაც დედას აღარ უშვებენ შვილის საძვალესთან ,ხოლო მიცვალებულის დაკრძალვას საოკუპაციო ხაზთან,გაღმიდან დასტირიან ნათესავები. მოვესწარით იმასაც, რომ ქართველ ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აიძულებენ იმღერონ და იცეკვონ მათი წინაპრების მკვლელთა ობელისკებთან.ანუ გაბუნიამ თქვა ის, რასაც პრივატულად ამბობს ან ფიქრობს ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, გარდა ივანიშვილის მოღალატე ბანდისა, რომლებიც სეპარატისტ-ოკუპანტებზე ნაკლებნი არაფრით არ არიან. ამიტომაც დაამთავრა ხალხმა ივანიშვილის საქმე 20 ივნისის ამაღლებულ ღამეს და ვერავითარი პუტინის დასაცავი პროვოკაციები თუ გეი–აღლუმები საქართველოში კრემლის საოკუპაციო კომიტეტს ვერ გადაარჩენს. ბიძინას მონებო ასე ოპერატიულად რომ მიირბინეთ პუტინის საამებლად რუსთავი ორთ

ან, ამ შუაღამისას რაღაც არ მახსოვს თქვენი ასეთი ბრძოლა საოკუპაციო ხაზზე.

წყარო: https://euronews.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86