ახალი ამბები
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადება ,,რუსთავი-2“-ის პირდაპირ ეთერში 10.07.19

_ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთელს მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულად არ არსებობდა, რაც ვართ, ისიც ოკუპაციითა და გენოციდით სხვა ერების მიმართ და რომ მომავალშიც არ გვაქვს უფლება აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გვქონდეს სახელმწიფოებრიობის პრეტენზიები.

ეს არის ყველაზე საშიში განცხადება, რაც კი ოდესმე რომელიმე ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეთაურს გაუკეთებია, ეს ნიშნავს, რომ საკმარისია რეგიონალური კრიზისი, ან გლობალური გამწვავება დედამიწაზე.  საკმარისია ჩვენმა მოკავშირეებმა ვეღარ მოიცალონ ჩვენთვის, რუსეთი, აგრესიულ მეზობლებთან ერთად დაგვინაწილებს და  ნაწილ-ნაწილ წაგვიღებს.

იმისთვის, რომ ეს რეალური საფრთხე ავირიდოთ, აუცილებელია ორი რამ: პირველი, მთელს მსოფლიოს ვაღიარებინოთ, რომ ვართ ისტორიული დევნისა და გენოციდის მსხვერპლი ერი- სახელმწიფო და მეორე, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნა აშშ-ს სამხედრო ბაზ,ა თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით. სხვა შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს არსებობა ოფიციალური საფრთხის წინაშე დგას.
პრეზიდენტ პუტინს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ის სულელი და უჭკუო პოლიტიკოსი არ არის. მან იცის სად ლაპარაკობს, რას ლაპარაკობს და როდის ლაპარაკობს. გაიხსენეთ როგორ დაიწყო საქართველოს დაშლა, როდესაც სახაროვმა განაცხადა, რომ ჩვენ ვართ მცირე იმპერია და ვჩაგრავთ პატარა ერებს. აი მაშინ დაიშალა საქართველო. უბრალოდ, მერე რაც მოხდა მისი გაფორმება იყო.

პუტინის  გუშინდელი განცხადება იყო ,,სახაროვი ორი’ და საქართველოს დაშლის ახალი ეტაპი.  და ამას ამბობს პიროვნება, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ საქართველოს 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია აქვს, რომ მსოფლიოში 14 ანბანიდან ერთი ქართულია, რომ ხორბლის 28 სახეობიდან 17 არის ქართული, ვაზის 5000 სახეობიდან _ 600 ქართულია. რომ ფოლადის გამოდნობა პირველებმა ქართველებმა დაიწყეს, იცის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, რომ რუსეთის იმპერია არის ქართველების შექმნილი, რომ რუსეთისთვის ბირთვული-ატომური  იარაღი ქართვლების მოპოვებულია, რომ დღესაც რუსეთის სარაკეტო და ბალისტიკური სიძლიერე სწორედ  ქართველი მეცნიერების მიე შექმნილ ტექნოლოგიებზე დგას. ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ არავითარი ოსური და აფსოური სახელმწიფოები, დედამიწის რუკაზე, არ არსებობდა და ეს ჩრდილოელი ტომები ჩამოვიდნენ და მოახდინეს ჯერ ანექსია, მერე ასიმილაცია, მერე ქართული სახეების, ტოპონიმების მითვისება რუსული იმპერიის, მოსკოვის დახმარებით და მერე მოახერხეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ამას ლაპარაკობს სახელმწიფო მეთაური, რომელი სახელმწიფოც გადაჭიმულია 12 ათას კლომეტრზე და რომელ ქვეყანასაც ეს 12-დან მინიმუმ 10 ათასი კმ ოკუპირებული აქვს , მასზე მცხოვრები ხალხებით: თათრეთიდან დაწყებული, ჩრდილოეთ კავაკასიელი ხალხებით გაგრძელებული,  ჩუვაშები, უდმურტები, ტუველები, ციმბირელები, ციმბირის საერთოდ მონგოლურ-ჩინური და ყვითელი რასის ცივილიზაცია და არავითარი კავშირი არც ქართველ, არც სლავურ, რუსულ და ევრიპულ ცივილიზაციასთან არ აქვთ. ეს მან შესანიშნავად იცის, მაგრამ მან ისიც იცის, რომ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო მისი ტოტალიტარული რეჟიმისთვის სერიოზული საფრთხეა. რომ აქ ჩამოსული რუსი ტურისტები, რომლებიც ხედავენ ბევრად წინ წასულ დონეს: საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ცხოვრების, იმ პრობლემების მიუხედავად რაც გვაქვს და ბევრი ეს პრობლემა მოსკოვის მიერაა შექმნილი, მისი რეჟიმისთვის ეს წარმოადგენს საფრთხეს და შესაბამისად, გარდა იმპერიალისტური ინტერესების და ტერიტორიული დანამატებისა, ის ფიქრობს საკუთარი ტახტის შენარჩუნებაზეც.

ამდენად, ნუ ჩავუთვლით პუტინს ამას შემთხვევით, გაუაზრებელ განცხადებად,  ან ისტორიის არცოდნად. ეს ყველაფერი შესანიშნავადაა გააზრებული და ამ გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია. ვისაც არ სჯერა გაიხედოს დავით გარეჯიდან სოხუმამდე, გაგრამდე, ბიჭვინთამდე და ტაო კლარჯეთიდან _ ჯავამდე. ამ აგრესიული მეზობლებს დღესაც იგივე გეგმები ამოძრავებთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, მათ შორის რა ფარული მოლაპარაკებები და კონსულტაციები მიმდინარეობს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ 2008 წელს ომის დროს, ერდოღანის ჩავარდნა მოსკოვში უკავშირდებოდა აჭარის თემატიკას, მაგრამ ეს არ არის უსაფუძვლო ვარაუდი, ამდენად ჩვენს მეზობლებშიც არ გაგვიმართლა. იმის მიუხედავად, რომ მეზობელი ხალხები ძალიან კარგები და ჩვენთვის მისაღებები  არიან, სახელმწიფოებრივად ეს მეზობლები_  მათი მეფეები, შახები, პრეზიდენტები, თუ რაც ერქვათ,  ჩვენი ტერიტორიის მიმტაცებლები და სვავის თვალით საქართველოზე მაყურებელნი  არ შეცვლილა, ასე გრძელდება დღესაც.

რახან ეს არ შეცვლილა და ასე გრძელდება, რახან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებია ახუნძლული, კბილებამდე შეიარაღებული ტექნიკით, ის დღეს, თუ ხვალ აუცილებლად იფეთქებს. ჩამოკიდებული თოფი თავისით ისვრისო და ამ დაძაბულ რეგიონში, სადაც შეიძლება ხვალ სპარსეთის ყურეში დაიწყოს უზარმაზარი მსოფლიო დაპირისპირება, აუცილებლად იფეთქებს და რომ იფეთქებს, მერე გვიან იქნება.  როცა ბორჯომის ხეობაზე რუსეთი გაჭრის ე.წ. სანიტარულ კოლიდორს, გიურმის სამხედრო ბაზისკენ, რა გეგმებიც არსებობს, მერე რამის გაკეთება გვიან იქნება.
ამიტომ, ერთადერთი, ამ ეტაპზე, რაც დააბალანსებს რეგიონში სტრატეგიულ წონასწორობას ,და სახელმწიფოებრივად გადაგვარჩენს, არის ამერიკის სამხედრო ბაზების გახსნა და მსოფლიოში იმის აგიტაცია-პროპაგანდირება, რომ ვართ გენოციდის ქვეშ მყოფი ერი, რომლის მიმართაც დღესაც გენოციდი აწარმოებენ. დღესაც ჭრიან თავებს და თამაშობენ ფეხბურთს, დღესაც გვიკრძალავენ ქართულ ენას, ხურავენ ქართულ სკოლებს, დღესაც ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი აქციეს დევნილად, დღესაც ცხინვალის სოფლები გადაასწორეს მიწასთან და ზედ ააშენეს ახალი დასახლებები, დღესაც გვართმევენ ტაძრებს, საფლავებს, კულტურას, ცივილიზაციას, სახელმწიფოებრიობას. ეს ყველაფერი უნდა დაიწეროს ერთ ბუკლეტზე და დაურიგდეს მსოფლიოში ყველა პოლიტიკოსს, დეპუტატს, სენატორს, კონგრესმენს და უნდა იყოს მუდმივი პროპაგანდისტული თავსხმა მსოფლიო პოლიტიკური ელიტის თავზე. საბოლოო ჯამში ეს მოგვცემს ჩვენ ხელშეუხებლობის გარანტიას, პოლიტიკურ, იდეოლოგირ, ისტორიულ გარანტიებს და სანამ არ დაწყნარდებიან ჩვენი მეზობლები და არ დაემსგავსებიან მეზობლებს, მანამდე ამერიკის სამხედრო ბაზა მათთვის იქნება ცივი შხაპი და ეს ცივი შხაპი აუცილებლად უნდა მივაღებინოთ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები


ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა
ნათელაშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატსა და მის თანაშემწეს შორის
მომხდარ ფაქტსა და ატეხილ სკანდალზე:
18.10.2019


ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატსა და მის თანაშემწეს შორის მომხდარ ფაქტსა და ატეხილ სკანდალზე:

,,მკვლელობების სერია გრძელდება, ეს უკვე მე_400-ე მსხვერპლია
ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით გამოწვეული.
18.10.2019

,,მკვლელობების სერია გრძელდება, ეს უკვე მე_400-ე მსხვერპლია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით გამოწვეული.

გილოცავთ ჩვენო საამაყო ვეტერანებო. დიდ ხანს სიცოცხლეს და
ჯანმრთელობას გისურვებთ.
შეუფასებელია სამშობლოსთვის თქვენი თავგანწირვა და ძალიან უხერხულია,
რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ დააფასა და დღეს, როცა ამ გმირების
უმეტესობა ჯანმრთელობაშერყეული და უმუშევარია, თვეში 22 ლარით
ფასდება.
დიდი იმედი გვაქვს, თქვენთან ერთად ავაშენებთ ისეთ ძლიერ სახელმწიფოს,
სადაც ყველა ადამიანი შესაფერისად იქნება დაფასებული.
18.10.2019

გილოცავთ ჩვენო საამაყო ვეტერანებო. დიდ ხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ.
შეუფასებელია სამშობლოსთვის თქვენი თავგანწირვა და ძალიან უხერხულია, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ დააფასა და დღეს, როცა ამ გმირების უმეტესობა ჯანმრთელობაშერყეული და უმუშევარია, თვეში 22 ლარით ფასდება.
დიდი იმედი გვაქვს, თქვენთან ერთად ავაშენებთ ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, სადაც ყველა ადამიანი შესაფერისად იქნება დაფასებული.
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ გახსოვთ, როგორ პირდებოდა გლეხობას ივანიშვილი, რომ პროდუქციას
თვითონ მიუტანდა ადგილამდე, მაგრად შეუსრულა როგორც სხვა დაპირებები.
დღეს, ამბროლაურში 80 წლის ოლეგ ტურძილაძე,რთველზე მიყენებული სტრესით
გარდაიცვალა.ჯერ მის ყურძენს არ იბარებდნენ,მერე უდაბლეს ფასებში
მიიღეს, ხოლო შემდგომ შეთანხმებული თანხაც კი არ გადაუხადეს.
18.10.2019
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ გახსოვთ, როგორ პირდებოდა გლეხობას ივანიშვილი, რომ პროდუქციას თვითონ მიუტანდა ადგილამდე, მაგრად შეუსრულა როგორც სხვა დაპირებები. დღეს, ამბროლაურში 80 წლის ოლეგ ტურძილაძე,რთველზე მიყენებული სტრესით გარდაიცვალა.ჯერ მის ყურძენს არ იბარებდნენ,მერე უდაბლეს ფასებში მიიღეს, ხოლო შემდგომ შეთანხმებული თანხაც კი არ გადაუხადეს.
ვიდეოები