ახალი ამბები
არ გაბედოთ ქართული სიწმინდის ერთი მილიმეტრის გადაცემაც!

შალვა ნათელაშვილი თვლის, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი თავის ბიზნესინტერესებს შესწირა და მოუწოდებს გახარიას არ მოაწეროს ხელი დემარკაციის ხელშეკრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების სეცვლისთანავე ციხით ემუქრება.
შალვა ნათელაშვილი:
,,მმართველმა ოლიგარქმა დავით გარეჯის ცნობილი მონაკვეთი, დე ფაქტო დაუთმო ალიევის რეჟიმს. დღეს, დიქტატორის ახლადგამოჩეკილი პრემიერი გახარია იმყოფება ბაქოში, რათა საბოლოოდ მოილაპარაკონ ამ უდიდესი ქართული ქრისტიანული სიწმინდის გადაცემაზე. სანაცვლოდ იდება დიდი ენერგობიზნეს გარიგებები და 2020 წლის არჩევნებში ქვემო ქართლის ხმები.
მინდა გავაფრთხილო კრიმინალური მთვარობა: არ გაბედოთ ქართული სიწმინდის ერთი მილიმეტრის გადაცემაც და ამ დოკუმენტზე რაიმე სახის ხელმოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე თვეში, როგორც კი შეიცვლებით, აღნიშნული ხელშეკრულება იქნება დეზოუირებული, ხოლო ხელმომწერი პირი სამუდამოდ წავა ციხეში, სახელმწიფო ღალატის მუხლით. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი ხალხი არაფერ შუაშია ამ ორი ოლიგარქის ავადმყოფური გამყიდველური მისწრაფებებში. ჩვენ ვიცხოვრებთ ერთად, პატივს ვცემთ ერთმანეთის სალოცავებს, ერთმანეთის ისტორიას.
ის, რაც გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა არის სამშობლოს ღალატის კლასიკური ანთოლოგია. როგორ მიდიოდა პროცესი? ეს მონაკვეთი გარკვეული შეკითხვების სივრცე გახლდათ, ვინაიდან საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს მოხდა საქართველოს დაგლეჯა, ტაო-კლარჯეთი, ჩვენი აკვანი გადაეცა თურქეთს, სოჭი _ რუსეთს, ჰერეთი-საინგილო _ აზერბაიჯანს. უკვე შემდგომ, გარეჯიდან 40 კილომეტრი, ყარაიას ველები, რომელიც ჩვენი იყო, მიეცა აზერბაიჯანს და მას მიჰყვა ჩვენი სიწმინიდის გარკვეული მონაკვეთები, მაგრამ კარგად აცნობიერებდა მეზობელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, რომ ეს იყო, არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ სიწმინდე, ამიტომ იქ შესვლაზე არანაირი შეზღუდვები არ იყო არცერთი მხრიდან, ანუ იყო საერთო კულტურული სივრცე. მიდიოდა მოლაპარაკებები, მძიმედ, მაგრამ იქ არ იყო აშენებული სამხედრო ბაზა, არ იდგნენ ბაქოელი მესაზღვრეები, არ იყო ჩაკეტილი გზა და პროცესი მიდიოდა მძიმედ, მაგრამ იმედიანად.
და რა მოხდა?! 2018 წლის ბოლოს პრეზიდენტად აკურთხეს ცნობილი ფრანგი ქალბატონმა, რომელმაც პირველი ვიზიტი გააკეთა ბაქოში და გაამწვავა საზღვრის დემარკაციის პრობლემატიკა, რაც ძალიან ჰგავდა ხელოვნურად დადგმულ სპექტაკლს, რათა ივანიშვილის ოლიგარქიას მისცემოდა საშუალება, მტკივანი კიდურივით მოეცილებინა ჩვენი ეს სიწმინდე. ეს არ იკმარა ქალბატონმა პრეზიდენტმა, ჩავიდა გარეჯში, და მესაზღვრეებთან ერთად, ჩაატარა ფოტოსესია, რამაც მისცა საფუძველი ალიევის რეჟიმს, დაეწყო აქტიური მოქმედებები და დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მძიმე ეტაპთან. დაკავებულია და პრაქტიკულად ოკუპირებულია ბერთუბანი, ჩიჩხიტური, აღდგომის მონასტერი. ამ შემთხვევაში, ალიევის ხელისუფლება არის ოკუპანტი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რუსი წამართმევს ილორის და ბედიის მონასტერს აფხაზეთში და არ შემიშვებს იქ, თუ აზერბაიჯაინელი ჯარისკაცი, ალიევის დავალებით _ სალოცავს, რომლიც რამდენიმე საუკუნეა ითვლება ქართული კულტურის და სიწმინდის კერად. დღეს ,,ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის ივანიშვილის სურვილია რამენაიარად, ეს სადაო მონაკვეთები გადასცეს ალიევის რეჟიმს და მოაწეროს ხელი დემარკაციის ხელშეკრულებას, რის შემედეგაც ის სამუდამოდ დაკარგულია. სანამ აღნიშნულ დემარკაცია - დემილიტარიზაციის სქემაზე არ არის ჩვენი ხელმოწერა, ამ სიწმინდეებზე ბრძოლა შეიძლება და პერსპექტივაც იარსებებს.
მოგეხსენებათ, უკვე 26 საუკუნეა მიდის დავა პალესტინელებსა და ებრალებს შორის იერუსალიმის კუთვნილებაზე. ეს არასოდეს დასრულდება. არავითარი დემარკაციის ხელშეკრულება, არავითარი მოღლატეობრივი აქტი ქართველ ხალხს ვერ შთააგონებს იმას, რომ გარეჯი შეიძლება იყოს სხვისი კუთვნილება; ის გარეჯი, სადაც თამარის ოთხი ფრესკიდან ერთია შემონახული და სადაც ექვსი ათასი ბერი მოწამეობრივად აღესრულა შაჰ აბასის ბრძანებით და სადაც დუღს სრულიად საქართველოს სული.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ვაფრთხილებ თვალთხარია-გახარიას, რომ დავით გარეჯი იქნება მისი დასასრული, თუ გაბედავს და ის, ან მისი მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი დემარკაციის ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს იმ იმედით რომ გაინაღდონ მან და მისმა პატრონმა მილიარდიანი მოგებები ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ასპექტში და ამასთანავე მიიღონ 2020 წლის არჩევნებში ქვემო ქართლში მცხოვრები ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელების 500 ათასი ხმა! ვაფრთხილებ ორივეს: ეს დასრულდება სრული კრახით და უფრო უარესად, ვიდრეს ეს დაუმთავრდა კადაფს და ჰუსეინს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
27.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
27.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86