ახალი ამბები
,,ივანიშვილ-სააკაშვილის ბლოკმა გაანადგურა პატარკაციშვილის ფრონტი…”_ შალვა ნათელაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აფასებს

,,12 წლის წინ, სახლში, შუაღამისას, მრავალდღიანი მიტინგებით სრულიად გადამწვარი დავბრუნდი. დილის 8 საათზე აწკრიალდა ჩემი ტელეფონი. შემატყობინეს, რომ საშიმშილოდ დატოვებული პროტესტანტები და ლიდერები დაარბია და დააპატიმრა უშიშროებამ. 15 წუთში პარლამენტთან ვიყავი, მთელი დღე მიმყავდა მიტინგები, გადავდიოდი აქციიდან აქციაზე,,დარბევიდან დარბევაზე. ვისუნთქე მენდელეევის ელემენტთა სისტემიდან თითქმის ყველა მომწამლავი ნივთიერება.საღამოს, გამიტაცა ჩემმა დაცვამ, როგორც მოვხვდი, არალეგალურ ბინაში . ბუნდოვნად მახსოვს,.ვიხსენებ საინფორმაციო გადაცემებს ჩემი დაპატიმრების, რუსეთში გაქცევის, ჩემი ოფისის,ბინის ჩხრეკაზე. თავი მეგონა მართლაც საშინელ სიზმარში, მაგრამ ეს მაინც პირადი განცდებია, მიუხედავად იმისა,,რომ ამ დღეებიდან მოსაგონებლად დამრჩა 70 სანტიმეტრიანი ჭრილობა.
გადავიდეთ ისტორიულ ანალიზზე. 2007 წლის 7 ნოემბერი დაიწყო 7 ნოემბრამდე რამდენიმე წლით ადრე, როდესაც გზირმა მაოხრებელმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში დააფუძნა მოსკოვიდან ჩამოსული თუ გამოგდებული ორი მილიარდერ-ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და შემდგომ ბადრი პატარკაციშვილი. ორივეს ქონდა პოლიტიკური ამბიცია და ორივემ ღატაკ ქვეყანაში უპრობლემოდ იყიდა მუდმივად ფულზე ამძუნებული პოლიტიკური სპექტრი და ქვეყნის ე.წ ელიტა თითქმის სრულად–ჩვენს გარდა. მახსოვს, როგორ გავუგზავნე უკან ბადრი პატარკაციშვილს საიდუმლო კონტრაქტი, რომლის უკანაც რეალურად იდგა 13 მილიარდი და რომლის თანახმადაც, ეს პიროვნება იქნებოდა ქვეყნის ფორმალური მმართველი, ხოლო მე, ანუ პარტია მისი მითითებების შემსრულებელი. სხვათა შორის, მასზე ბევრმა პარტიამ ხელი მოაწერა.2003 წელს. ორივემ დააფინანსა ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, ხოლო ნებაყოფილობით გადადგომის სანაცვლოდ, შევარდნაძემ მიიღო რაზეც ოცნებობდა—სრული ხელშეუხებლობა. სააკაშვილის გაპრეზიდენტება ორივეს აწყობდა რადგან, მას თვლიდნენ, დროებით,,გარდამავალ ფიგურად ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ ჯერ მათ შორის იყო გასარკვევი ყოფნა არ ყოფნის საკითხი და აი, 7 ნოემბერს გაიხსნა კვანძი.
ივანიშვილ-სააკაშვილის ბლოკმა გაანადგურა პატარკაციშვილის ფრონტი, ხოლო მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბია ივანიშვილსგან დაფინანსებულმა,ეკიპირებულმა 500–კაციანმა სპეცრაზმმა. ამით სააკაშვილმაც საბოლოოდ გაინადგურა მორალური ავტორიტეტი და დაამთავრა პოლიტიკური კარიერა, ხოლო ივანიშვილმა სრულიად მოასუფთავა გზა ხელისუფლებაში მოსასვლელად, მოსრა რა ყველა ფინანსურ-პოლიტიკური კონკურენტი. დარჩენილი ვიყავი ფიზიკური გაგებით გასანადგურებლად მე, სწორედ ამიტომ ივანიშვილმა მოითხოვა ჩემი ნეიტრალიზაცია და ის სპეცრაზმი რიყისა და იმედის დარბევის შემდგომ თავს დაესხა ოჯახს, სოფელს, ოფისს.გახსოვთ, როგორ გამომიცხადეს 25 წლიანი პატიმრობაც კი . მაშინ გადავრჩი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით. ანუ ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა არა 2012 წელს, არამედ 2007 წლის 7 ნოემბერს. რა თქმა უნდა, იმ აქციებში ყველა ძალას,პრო-დასავლურს, პრო-ოლიგარქიულს,პრო-რუსულს,პრო-ეროვნულს,პრო-ანარქისტულს ქონდა თავის კონკრეტული მიზნები. ჩვენ ვითხოვდით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რადგან მწიფდებოდა აფხაზეთ-ცხინვალის სამუდამოდ ჩამოცილება ხოლო ამ არჩევნებით მთელ რიგ მიზეზთა გამო არ დადგებოდა 2008 წლის აგვისტო.
სამწუხაროდ, მოვლენები წარიმართა ტრაგიკული სცენარით, რომლის შედეგების გამოსწორებას ათწლეულები თუ ასწლეულები არა,დასჭირდება. ყველაფერ აქედან მორალი——პოლიტიკურმა სპექტრმა არასოდეს აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის მიყიდვა ოლიგარქიაზე, ხალხმა კი არასოდეს უნდა დაუშვას ოლიგარქიის მოშვება ძალაუფლებაში” _ წერს ;ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. .
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86