ახალი ამბები
პირველი გადაწყვეტილებები განათლების სფეროში იქნება მიღებული


ლეიბორისტები, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საჯარო სკოლებში ყველა ბავშვისთვის ერთჯერადი უფასო კვების დაწესებას აპირებენ. ასევე, ყველა ბავშვს დაურიგდება ნოუთ ბუქი და თანამდებობის პირების შვილები აუცილებლად საჯარო სკოლებში ივლიან.



შალვა ნათელაშვილი:

- მალე აწკრიალდება სასკოლო ზარი და ათასობით ბავშვი დაადგება ცხოვრების დიდ გზას. დიდი ჩინელი მოაზროვნე კორფუცი ამბობდა: თუ გათვლა გაქვს ერთ წელზე _ დათესე ბრინჯი, თუ თვლი ათეულ წლებზე _ დარგე ხე, ხოლო თუ თვლი ათასეულ წლებზე _ მიეცი განათლება შვილებს. ეს დიდი სიბრძნე ჩვენმა ხელისუფალმა თავისებურად გაითავისა. თავიაანთ შვილებს სპეციალური სკოლები მოუწყეს და ნაკლებად აინტერესებთ აქეთ რა ხდება.

31 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქიული რეჟიმი დაგვემშვიდობება, საჯარო სკოლებში შემოვიღებთ ერთჯერად სრულფასოვან უფასო კვებას ყველა ბავშვზე; ყველა მოსწავლეს პურველიდან მეთორმეტე კლასამდე დაურიგდებათ ნოუთბუქები, იმისთვის რომ ჩვენი შვილები არ ჩამორჩნენ დროს და ღირსეული კონკურენცია გაუწიონ მაღალტექნოლოგიურ, სამეცნიერო სტანდარტებს, რომელსაც მათი თანატოლები ეუფლებიან სხვა ქვეყნებში და დამერწმუნეთ ელემენტარული პირობების შემთხვევაში ჩვენს უნიჭიერეს თაობას ვერცერთი უცხოელი ვერ აჯობებს.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი სახელისუფლებო წრეების შვილები და შვილიშვილები არ სწავლობენ საჯარო სკოლებში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თაბამდებობის პირი, რომელიც თავისი ოჯახის წევრს საჯარო სკოლაში არ შეიყვანს, თანანდებობაზე ვერ დარჩება. მერე ვნახოთ, როგორ არ ექნებათ ყურადღება საჯარო სკოლებს, როგორ არ იქნება უზრუნველყოფილი ინვენტარით, ლაბორატორიებით, მაღალკვალუფიციური პერსონალით, ინფრასტრუქტურით. ამიტომაა, რომ ამერიკის პრეზიდენტების ოჯახის წევრები საჯარო სკოლებში დადიან. ეს ხდება იმიტონ, რომ მმართველმა ელიტამ ხალხის ცხოვრებით იცხოვრის, თავიაანთი შვილებისგან გაიგონ სკოლაში არსებულ პრობლემებზე. ჩვენც ამ გზით ვივლით. 

გარდა ამისა, ვიცით, რონ ასეულობით მილიონი იხარჯება სპორტულ ფედერაციებზე, იმისთვის, რომ გამოზარდონ ერთეული სპოტსმენ- ზონდერები. შეწყდება მათი დაფინანსება და ეს თანხა წავა მასობრივი სპორტის განვითარებაზე და არცერთი სპირტული სექცია ფასიანი აღარ იქნევა. 

გასაკეთებელი ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს არის პირველხარისხოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ოლიგარქების წასვლისთანავე იქნება მიღებული, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ქართული ნიჭი იქნება ხელშეწყობილი და განვითარებული.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86