ახალი ამბები
ეს სივრცე რეკრეაციულ ზონად გამოაცხადეს, რომ ეს ხალხი აესახლებინათ და საყდრისს ისტორიული ძეგლის სტატუსი მოუხსენეს, რომ აეფეთქებინათ და ივანიშვილს ოქრო გაეტანა


ხუდადოვზე, სადაც მერიამ ხალხს სახლებს უნგრევს, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მივიდა.


შალვა ნათელაშვილი:
,,მოვედით იმისთვის, რომ პროტესტი გამოვხატოთ ამ ხელისუფლების იმ არაადამიანურ ქმედებებზე, რომელიც ოცნებების ასრულებას გვპირდებოდა და თავისი ოცნებები აისრულა და ამ საწყალ ხალხს სახლიც დაუნგრია. კანონების აღსრულება დაიწყეს ამ ტერიტორიიდან და არა იქიდან, საიდანაც გვპირდებოდნენ: ბანკებიდან, უფასო ფულიდან, სამუშაო ადგილებიდან, გადასახადების განახევრებისგან, ყველა უბინაოსთვის ბინების დარიგებიდან. ამ ყველაფერს ჰო გვპირდებოდნენ? ეს სივრცე რეკრეაციულ ზონად გამოაცხადეს რომ ეს ხალხი აესახლებინათ, ამ დროს საყდრისს ისტორიული ძეგლის სტატუსი მოუხსენეს, რომ აეფეთქებინათ და ივანიშვილს და კალაძეს ოქრო გაეტანათ.

პირდადა კახი კალაძეს 80 ჰა აქვს ,,დათრეული“ არსენალზე, სამებასთან, საკათედრო ტაძრის გვერდით, 1 მილიარდიანი ფართი. იქ რომ ინვესტორი შესულიყო, პოლიციაც კარგად იცხოვრებდა, ამ ხალხსაც ბინა ექნებოდათ და ბიუჯეტშიც შემოსავალი იქნებოდა. თქვენ კანონის აღსრულება რამდენიმე თვეში ნახეთ, როცა იმ 80 ჰას და ყველაფერს, რაც უკანონოდ წაიღეს კალაძემ, ივანიშვილმა, წავართმევთ და ამ ხალხს დავურიგებთ. ეს იქნებ გარდაუვლად.

რა უნდათ, ამ ამ საცოდავი ხალხის ჭკუის სწავლებით ასწავლონ ადამიანებს მორჩილება?! ადამიანებს კანონის მორჩილებას ასე ვერ ასწავლი. ჯერ შენ უნდა შეასრულო კანონი და ადამიანების სარჩო არ უნდა წაუღო შენს შვილებს; სხვისი საცხოვრებელი სახლი შენ არ უნდა მიითვისო და ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე არ უნდა გაიტანო ოფშორებში, რასაც კალაძე ივანიშვილი და მათი ბანდა აკეთებს.

ყველა დაზარალებულები ვართ და ამ თანაბრად დაზარალებულებვმა 31 ში უნდა ამოვიღოთ ხმა და ამ რეჯიმისგან პოლიტიკურად, არაფერი დავტოვოთ“
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
08.05.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
08.05.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი