ახალი ამბები
,,ვინც ნაციონალურ მოძრაობას ოქრიაშვილის, ჩოჩელის და ხაბულიანის დეპუტატებად ჩაწერა ურჩია, საქართველოს არაკეთილმოსურნეა”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
ოლიგარქიას ოლიგარქებით ვერ დაამარცხებ. ეს ისტორიის კანონია. ვინც ჩვენს პარტნიორ ნაციონალურ მოძრაობას ღვთის პირიდან გადავარდნილი ოქრიაშვილის, ჩოჩელის და ხაბულიანის დეპუტატებად ჩაწერა ურჩია, ის პირველ რიგში ამ პარტიის მტერი და რა თქმა უნდა, საქართველოს არაკეთილმოსურნეა. ივანიშვილს ერთი ხმა რომ დააკლდეს მთავრობის შესაქმნელად, ის ერთი აუცილებლად იქნება ამ სამეულის შემადგენლობიდან. ბოდიშს ვიხდი თუ ამ პოსტით ვინმეს ვაწყენინე.

FaceBook Twitter Google
ვიდეოები