ახალი ამბები
მოახლოებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად დიდ სიბრძნე გვმართებს

სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს.

მისი თქმით საქართველოს დამოუკიდებლობა და მთლიანობა კვლავ საფრთხეშია და  მისი თავიდან ასაცილებლად დიდი სიფრთხილე და სიბრძნეა საჭირო.

 

შალვა ნათელაშვილი:

_საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან ასი წლის თავზე ჩვენ კვლავ ვდგავართ დეოკუპაციის აუცილებლობასთან. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია იგივე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ხოლო დანარჩენ 80 პროცენტზე ბობოქრობს ორჯონიკიძის ბანდა, ამჯერად ივანიშვილის გვარით. მათი  დასრულება ნიშნავს საქართველოს დეოკუპაციის დაწყებას და რისთვისაც  ჩვენ კვლავ უნდა დავდგეთ ბარიკადებზე, ამიტომ ხვალ 1 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის პროსპექტზე, მშვიდობიამ მანიფესტაციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნება დეოკუპაციისა და საქართველოს განთავისუფლების უმაღლეს ამოცანას.  ჩვენი გენეტიკური ფუნქციაა, მოვალეობაა, საქართველოს  არ მოაკლდეს არცერთი მილიმეტრი და დაცული იყოს მისი  არეალი, ხალხი მომავალი.

1921 წლის 25 თებერვალს, როცა თბილისს ეხურა თალხი, როგორც პაოლო ნადირაძე წერს, დასრულდა საქართველოს ოკუპაცია რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ. შეაიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს დედაქალაქი თბილისი, ხოლო საქართველო გაიყო რუსეთსა და თურქეთს შორის. ტაო-კლარჯეთი, ართვინი, არტაანი არტანუჯი,  სპერი ტრაპიზონამდე დარჩა თურქეთს, დანარჩენი საქარველო მოექცა რუსული იმპერიის მოდიფიცრებულ საბჭოთა სახელმწიფოში. ტერიტორიულად, სოჭი და მისი მთელი ოლქი გადავიდა რუსეთის შემადგენლობაში, სადაც პუტინი და მის გარემოცვა დღეს სასახლეებს იშენებენ;  დაიკარგა ჩრდილოეთ კავკასიის მთელი რიგი რეგიონები. საინგილი, ანუ  ისტორიული ჰერეთი გადავიდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში; ყარაიას ველები, მათ შორის დავით გარეჯის, ბერთუბნის, დღესაც რომ სადავო მოანკვეთებია, მისი ჩათვლით, ასევე გადაეცა აზერბაიჯანს. ლორეს ოლქი გადაეცა სომხეთს. ალბათ ისტორიაში ძნელი დაასახელო მეორე ასეთი დაგლეჯილი, დანაკუწებული ქვეყანა, რომელიც მაინც ახერხებს და ფენიქსივით დგება მაინც ყოველთვის ფეხზე და ჩვენ ამას ახლაც აუცილებლად მოვახერხებთ.

დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა თან ჰგავს,  თან არ ჰგავს 1921 წლის პოლიტიკურ მდგომარეობას. ჰგავს იმით, რომ ამჯერადაც მეზობელი იმპერიები, თუ იმპერიათა ნამსხვრევები _  რუსეთი და თურქეთი კვალავ გახდნენ მოკავშირეები ამიერკავაკასიის ანექსიაში. სწორედ რუსეთ-თურქეთის კონტრილია დაყარებული დღეს ამიერკავკასიაში _  ყარაბაღში, აზერბაიჯანში, ერთობლივი კომენდატურების სახით. რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ აკონტროლებენ სომხეთს, გვიმრის სამხედრო ბაზის მეშვეობით მთლიანად; საქარველოს გვერდის ავლით იხსნება ალტეენატიული გეო-პოლიტიკური ენერგეტიკული გზები ნახჭევანის მიმართულებით, აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით, რაც ჩვენს ქვეყანას დიდი ფუნქციებს აკარგვინებს. ამიტომ გვმართებს დღეს უდიდესი სიბრძნე პოლიტიკაშიც, გეო-პოლიტიკაშიც, დიპლომატიაშიც იმისათვის, რომ მოახლოებული საფრთხეები ისე ავიცილოთ თავიდან, რომ ამას არ შეეწიროს საქართველოს დამოუკიდებლობა და მთლიანობა და რა თქმა უნდა, პირვლ რიგში, უახლოეს ხანში უნდა მოვიცილოთ პუტინის მიერ გამოგზავნილი საოკუპაციო რეჟიმი ივანიშვილის ხელმძვანელობით, რომლის მიზანია საქართველო კვლავ ჩააბროს რუსეთს, შემოაღობინოს, დააპყრობინოს უხმაუროდ, პროტესტის გარეშე და საბოლო ჯამში აქედან მოხვეტილი ქონებით და მილიონებით გაიქცეს  მოსკოვში. ჩვენ იმის საშულებას, რომ საქართველოს კიდევ რამე წაართვას აღარვის აღარასოდე მივცემთ, ხოლო წართმეულს არასოდეს დავივიწყებთ.

..

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან ასი წლის თავზე, ჩვენ კვლავ ვდგავართ დეოკუპაციის აუცულებლობასთან. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია იგივე რუსეთის შეიარღაბული ძალების მიერ, ხოლო დანარჩენ 80 პროცენტზე ბობოქრობს ორჯონიკიძის ბანდა, ამჯერად ივანიშვილის გვარით. ამიტომ ხვალ 1 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის პროსპექტზე, მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნება დეოკუპაციისა და საქართველოს განთავისუფლების უმაღლეს ამოცანას.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86