ახალი ამბები
ქვეყანის დანგრევის ბიზნესი ოლიგარქის საკუთრებაა
ლეიბორისტები, ნამახვარჰესთან დადებულ კონტრაქტის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა განცხადება ბრიფინგზე გააკეთა შალვა ნათელაშვილი: _ სოლიდარობა გვინდა გამოვუცხადოთ რიონის გადასარჩენად დაძრულ დიდ სახალხო ლაშქარს, რომელთა ბრძოლის უნარიანობით ყველა აღფრთოვანებულები ვართ. რა თქმა უნდა, ლეიბორისტული პარტიის იმერეთის აქტივი იქ დგას, ხალხთან ერთად. ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს. რეჟიმის შეცვლითანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, საქართველოში სამუდამოდ აიკრძალება მეგა და გიგანტური ჰესების მშენებლობა, ხოლო ნამახვარჰესის ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის, აგებენ პასუხს სამართლისა და ერის წინაშე. ჩვენ შეგვაქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და ქვეყნის მთავარი კანონის ოცდამეცხრე მუხლის შესაბამისად, ვითხოვთ ყველა კონტაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ ე.წ. კომპანიასთან და რომელიც არის ადამიანის უფლების ხელყოფა, რათა იცხოვროს ეკოლოგიურად ჯანმრთელ გარემოში და მიიღოს მონაწილეობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაში. კონსტიტუციის ყველა ეს მუხლი, აღნიშნული კონტრაქტში დარღვეულია. აქვე მინდა იცოდეს მთელმა საქართველომ რომ ნამოხვარჰესის, ისე როგორც სხვა ჰესები ჭოროხზე, აჭარის წყალზე, პანკისში, ენგურზე, არაგვზე, თერგზე არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საკუთრება. არავითარი თურქი, ნორვეგიელი და კორეელი, არაფერ შუაში გახლავთ. ეს ხეობა აოხრდა იმისთვის, რომ ივანიშვილს და მის გარემოცვას ჰქონდეს მუდმივი და სტაბილური შემოსავალი, ჩვენი ხალხი გატყვებით, იმით, რომ დენიდან რომლის გამომუშავება ჯდება 3 თეთრი ივანიშვილმა ათჯერ გაგვიძვირა და აღნიშნული კონტაქტებით, კიდევ უფრო გაძვირებაა გათვალისწინებული. ოდესმე, კაცობრიობა რომც გადავიდეს მზის ენერგიაზე და აუცილებლად გადავალთ ალტერანტიულ ენერგიებზე, ქართველმა ხალხმა ივანიშვილის ოჯახს უნდა უხადოს იმ ტარიფებით და იმ კონტაქტებით, რომელიც ივანიშვილმა გააფორმა ხელისუფლების და პოლიტიკის გამოყენებით. გადახედეთ რას დაემსაგავსა ჩვენი ხეობები: აჭარა განადგურებული, დამეწყრილია, თერგი _ აღარ არსებობს, არაგვის ხეობა თავწაჭრილია, ელექტრო ხაზების გაყვანის გამო, ენგურზე ივაჟკაცეს სვანებმა მაგრამ მაინც მოასწრო დანგრევა, პანკისში რას აპირებდნენ რომ არ ევაჟკაცათ ჩვენს პანკისელებს. ნამოხვარჰესი რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესია იქიდანაც დასტურდება, რომ მერაბ ლომინაძე _ საყდრისი ამფეთქებელი, ,,ჭიათურამნაგანუმის“ მძარცველი დღეს ბიძინამ გადაიყვანა ნამახვარჰესის დირექტორად. ვფიქრობ, საჭირო არაა მეტი მტკიცება, რომ ეს ბიზნესი ქვეყანის დანგრევისა ოლიგარქის საკუთრებაა და ოლიგარქის საშემოსავლო მორიგი სარეზერვო ობიექტია, რომელის აშენებას, პირობას ვაძლევს რომ ვერ მოასწრებს. ამის უფლებას არ მისცემს ხალხი, არ მისცემენ პოლიტიკური ძაალებია, ამის უფლებას არ მისცემს ისტორია. ... საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება 1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. 2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით.

საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ..
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86