ახალი ამბები
პანთურქიზმის ძარღვი ქვემო ქართლზეც გადის
..

მოკლედ,  რაც შეეხება გუშინდელი დმანისის მოვლენებს. დამტკიცდა ლ, რომ ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც ჯერ კიდევ  არაცივილიზაციურ ხეზე ვზივართ და იქიდან ჩამოსვლას არც ვაპირებთ. ამის ნათელი დადასტურება სახელდახელოდ მომარჯვებული ქვა, ხე და სხვა პირველყოფილ არსებათა ბრძოლის იარაღებია,  რითაც ალბათ წინაპარი ნეანდერტალელნი ცხონდნენ.


ახლა გლობალურად. ეს კონფლიქტი მხოლოდ  დროებით ჩაცხრა და არაფერი დამთავრებულა. შეიძლება ახალი ეტაპიც კი იწყება დაძაბულობაში. პანთურქიზმის ძარღვი,  რომლის სათავეში დგას პრეზიდენტი ერდოღანი და მისი ვეზირი ალიევი ქვემო ქართლზეც გადის და ფუნდამენტალისტები სწორედ საქართველოს ხარჯზეც ქმნიან ამ წუთებში, საკუთარ ყალბ ისტორიას, ალბანური მემკვიდრეობის მოტივაციით. ამას ეწირება სწორედ დავით გარეჯი, რომლის ცნობილი მონაკვეთი სადემარკაციო შეთანხმების გარეშე, პირდაპირ მიიტაცეს  აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, რამაც ნუ დავმალავთ ფსიქოლოგიურად, სერიოზულ დონეზე  დაძაბა ურთიერთობა ორ მოძმე ხალხს შორისაც.


აღნიშნულს წინ უძღვოდა ალიევის რეგიონალურ მცირე  ბონაპარტედ ჩამოყალიბება, რასაც შემდგომ მოჰყვა ყარაბახის შემომტკიცება და საქართველოს გვერდის ავლით, ნახჩევანზე თურქეთისაკენ  გაჭრილი გეო-პოლიტიკური მაგისტრალი, რუსეთ-თურქეთის ალიანსი კავკასიაში მონოპოლიაზე ამერიკის გასაძევებლად, პუტინ-ერდოღანის იდეა ამიერკავკასიულ ექვსეულზე სადაც სურთ ჩვენი შეთრევაც. მოსალოდნელია ირანული შიიზმის გააქტიურება პანთურქული სუნიზმის შესასუსტებლად,წინაა არაბული ფუნდამენტალიზმის, მათ შორის ტერორისტული მიმართულების მოძრაობათა გააქტიურება ქვემო ქართლზე, საბაზისო აქცენტირებით.  რუსეთი ყველა საშუალებით იმოქმედებს რეგიონის ასაფეთქებლად, რისთვისაც გამოიყენებს მათი სპეცსამსახურების ქართველ აქტივისტებს, გუშინ იქ ვნახეთ ზოგიერთი. სომხური ფუნდამენტალისტური ძალებიც,  უცხოეთიდან მაქსიმალურად შეეცდებიან ამ სივრცეში იყოს პერმანენტული დაძაბულობა. ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორის ერთდროული აფეთქება დაასრულებს ქართულ სახელმწიფოებრიობას. სწორედ ქვემო ქართლიდან შემოდიოდა ყველა დამპყრობელი: არაბები, ჯალალედინი ,მონგოლები, შახ-აბასები, შორის 1921 წელს ლენინურ-სტალინური რუსეთიც და ყველაფერი ეს  ხშირად ხდებოდა თითქოსდა  მაგ ხალხის დასაცავად,  ქართველი მჩაგვრელებისგან. დღეს კონცენტრირებულად, ჰორიზონტზე ჩანს საფრთხე, რომ თუნდაც გუშინდელის მაგვარ კონფლიქტებს შეიძლება მოჰყვეს სერიოზული საერთაშორისო  სამხედრო კონფრონტაცია,რასაც ჩვენ გარანტირებულად წავაგებთ, ხოლო მშვიდობისმყოფლებად რუსთავთან  ოფიციალურად ჩადგებიან რუსეთ-თურქეთის შეიარაღებული ძალები. ეს უკვე გუშინ მოხდა ყარაბახში. მოკლედ რა არის გამოსავალი:


1.ჩვენი აზერბაიჯანელების სრული ინტეგრაცია ქართულ ცივილიზაციურ-სახელმწიფოებრივ-საგანმანათლებლო  სივრცეში, რათა ისინი სტუმრად კი არა, ქართველ პატრიოტებად,  ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად გრძნობდნენ თავს.


2. ამ ხალხს საკუთრებაში უნდა გაუნაწილდეთ მიწები და რეგიონიდან უნდა წამობრძანდნენ თავის დროზე ამ მიწის  უკანონოდ დამთრევ-მიმთვისებელი ვაკის ,,სვეტური)ლ" ბანდა.


3.ღვთისმსახურებმა უნდა შეწყვიტონ პროვოკაციული, ვითომ ქრისტიანული დემარშები, ჯვრების მასობრივი აღმართვა, სადაც ეს საჭირო არაა; მორწმუნე მუსლიმებზე ნაკურთხი წყლის შესხმა ქუჩა-ქუჩა და სხვა. არაქრისტიანული გამოხტომები, საპატრიარქომ უნდა შეწყვიტოს ალიევის საოჯახო კომპანია ,,სოკარიდან" უფასო გაზისა და სხვა ქრთამების აღება. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.


4. რაც შეიძლება მეტი ღირსეული აზერბაიჯანელის ჩართვა (და ასეთი ბევრია) ქვეყნის მართვაში, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ოღონდ ისეთების არა პარლამენტში, რომ სხედან და ალიევისგან გარეჯის მიტაცების კანონიერებას გვისაბუთებენ.


5.  მზარდი პანთურქული საფრთხის გამო გარდაუვალი ორი ქვეყნის საზღვრის მთელ მონაკვეთზე განტოტვილი სამხედრო ბაზების მშენებლობა (იქითა მხრიდან ამას ბაქო კაი ხანია აკეთებს),  მათ შორის,  გასახსნელია ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო ბაზა.


6.  ასაწევია საერთაშორისო აქტიურობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართვით, რათა ბაქომ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები გარეჯის ოკუპირებული სივრციდან და გაგრძელდეს სადემარკაციო მოლაპარაკებები გაეროს, ამერიკის, ევროკავშირის მონაწილეობით.


7.დაუყოვნებლივ,  ორი ქვეყნის ურთიერთობის ერთ-ერთ საკვანძო საკითხად გასააქტიურებელია ჰერეთის  (საინგილოს) საკითხი, სადაც აღვირახსნილი ტემპებით მიდის ქართველი მოსახლეობის ასიმილაცია იმ დონეზეც კი, რომ ქართული სახელების დარქმევა ბავშვებზე აკრძალულია; შეზღუდულია ქართული სახელმძღვანელოების შეტანა  2006 წლიდან; ვეტო ადევს ქართულ საგანმანათლებლო, კულტურულ, რელიგიურ დაწესებულებათა ნორმალურ  საქმიანობას, უფრო სწორად იდევნება.


8.ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს რეგიონში მცხოვრები სვანი მოსახლეობის გამოყენება საარჩევნო ზონდერებად და მერე ამ საფუძველზე მათთვის  ხელშეუხებლობა-დაუსჯელობის ატმოსფეროს შექმნა. აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ უნდა შეიგნოს რომ მათი ხმა ეკუთვნის საქართველოს და არა მთავრობებს.  ასევე,  არ უნდა ელოდონ მითითებებს ბაქოდან, თუ ვის მისცენ ხმა. სახელმწიფოს არსებობა მუდმივი ბრძოლაა. არ იბრძვი?  იშლები მსოფლიო პოლიტიკური სივრციდან. ჩვენ აქედან გამონაკლისი ვერ ვიქნებით.


თვალი გავახილოთ დროა!

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86