ახალი ამბები
დედაენის ძეგლთან გაგასამართლებთ

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აფხაზეთში ქართული ენის სწავლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილი:

აფხაზეთში ოფიციალურად აიკრძალა ქართული ენის სწავლება და  ის უცხო ენად გამოცხადდა. ეს იმ გენოციდი გაგრძელებაა, რასაც კრემლი და პუტინი ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმის თანამონაწილებით და მდუმარებით, ერთი პროტესტი არ გამოუხატავთ არც ამ ენობრივ გენოციდზე. მივმართავ ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კუჭავას და მთელ ამ ბანდას! თუ თქვენ ახლა არ მოითხოვთ პუტინის და მისი მთავრობის წევრების სანქცირებას ქართული ენის გენოციდისთვის იმ მსოფლიოში, სადაც გადაშენებულ ენებს ეძებენ და აღორძინებენ, თქვენ გაგასამართლებთ დედაენის ძეგლთან.
FaceBook Twitter Google