ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად საჭიროა უსწრაფესი ღონისძიებები
.. უკრაინაში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ აგრესიას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბრიფინგით გამოეხმაურა. სალვა ნათელაშვილის თქმით, უკრაინის შემდეგ მოსკოვი საქართველოთი დაკავდება. შალვა ნათელაშვილი: _ წუხელ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა აგრესიის და ოკუპაციის მორიგი აქტი, უკრაინის წინააღმდეგ. კაცობრიობა დგას ბირთვული, მესამე მსოფლიო ომის საფრთხესთან. მოსკოვმა დაიწყო რუსეთის იმპერიიას აღდგენა მთელი სიგრძე-სიგანით. შემდეგი რიგში დგას საქართველო, რასაც პუტინი არც მალავს. არ ეყოთ ოცი პროცენტის ოკუპაცია, არ ეყოთ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმი თბილისში და დღეს უკვე მოსკოვი საქართველოთი იქნება დაკავებული, ხოლო ჩვენი ქვეყანა იალქანაწყვეტილი გემივით დაქრის მსოფლიო ოკეანეში. საჭიროა უსწრაფესი ღონისძიებები ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, რისთვისაც გარდაუვალია: 1. ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულების გაფორმება: 2. საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეიარაღებული ძალების და სამხედრო ბაზების გახსნა: 3. აშშ-ს სპეციალირი წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოზე; 4. მსოფლიო საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა ქართული სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად. ეჭვი არავის ეპარება ალბათ, რომ საქართველოს ნატოში არავინ მიგვიღებს. უსაფრთხოებისთვის რჩება მხოლოდ ის პუნქტები, რაც მე ჩამოვთვალე. სხვა შემთხვევაში საფრთხე რეალურია. ის მალე უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლებს
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86