ახალგაზრდული ორგანიზაცია
Game of Thrones და ქართული პოლიტიკა


გთავაზობთ სახალისო სტატიას, თუ რომელი ქართველი პოლიტიკოსი GOT-ის რომელ პერსონაჟს შეესაბამება ყველაზე მეტად მათი პიროვნული, ისტორიული თუ ვიზუალური ნიშნების მიხედვით.






დეინერის ტარგარიენი - ბიძინა ივანიშვილი
ორივე მათგანი მესიად მოევლინა სამყაროს, ხალხი დიდ იმედებს ამყარებდა მათზე, თუმცა ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, რიგითი მოქალაქეები მათი ქმედებების მსხვერპლი გახდნენ




დრაკონები - ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე
ისევე როგორც დეინერისს, ასევე ბიძინა ივანიშვილს ჰყავდათ მათთვის ერთგული დრაკონები/პრემიერ მინისტრები, რომლებიც ყველაფერზე იყვნენ წამსვლელი, რასაც ბატონი უბრძანებდათ. დრაკონები დეინერისს აღიქვამდნენ როგორც დედას, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს - ღარიბაშვილს, კვირიკაშვილს და ბახტაძეს იგივე განცდა აქვთ ბიძინას მიმართ.




ბრან სტარკი - სალომე ზურაბიშვილი
ორივე მათგანის გამეფება/გაპრეზიდენტება საზოგადოებისთვის მოულოდნელობა და შოკი იყო. ვერავინ წარმოიდგენდა და ალბათ თავადაც ვერ იფიქრებდნენ, რომ ერთ დღეს სახელმწიფოს პირველი პირები გახდებოდნენ. ისინი უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ.




რუხი ჭია - გიორგი გახარია
გიორგი გახარია ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის ერთგული მცველია. ბიძინა მას ეყრდნობა და ანდობს საპასუხისმგებლო საკითხებს. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ დეინერისსა და „რუხ ჭიას“. ამასთან, ორივე მათგანს სამართლის თავისებური გაგება აქვთ.




ჯოფრი ბარათეონი - თეა წულუკიანი
დროის მოკლე პერიოდში ორივე მათგანმა მოახერხა და საზოგადოების საოცარი ანტიპატია და აგრესია დაიმსახურა. ისინი იგივდებიან ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟებთან. გარდა ამისა, მგონი არის მათ შორის ვიზუალური მსგავსებაც...




ღამის მეფე და მისი მარჯვენა ხელი - დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი
ლეგენდის თანახმად, ღამის მეფე მრავალი წლის წინ შექმნეს ადამიანებისგან განსხვავებული რასის წარმომადგენლებმა -„ტყის შვილებმა“. არ გაგვიკვირდება, თავად მუჰამედის შთამომავალი თარხან-მეფეც ოდესღაც „ტყის შვილების“ შექმნილი რომ იყოს. აქვე, ახალს არაფერს გაიგებთ, თუ კი გეტყვით, რომ ორივე მათგანი მეთაურობს „ზომბების არმიას“ და მათი მიზანი ცივილური სამყაროს განადგურებაა




სერსეი ლანისტერი - მიხეილ სააკაშვილი
სერსეის ისევე როგორც მიხეილს, უჭირთ ძალაუფლებასთან განშორება და მის შესანარჩუნებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები




ტორმუნდი და ველურთა ტომი - ზურა ჯაფარიძე და გირჩი
კედლის მიღმა თავისუფლება მეფობს! იქ არც რეგულაციებია, არც შეზღუდვები, არც ეთიკის ნორმები არსებობს და ყველაფერს ბაზარი არეგულირებს!




ტირიონი - თამაზ მეჭიაური
ორივე მათგანს უყვარს ღვინო, დუდუკი, ქალები და არსებობს მათ შორის ვიზუალური მსგავსებაც




სტანის ბარათეონი - გოგი წულაია
სტანისმა თავი შვიდი სამეფოს მეფედ გამოაცხადა, ხოლო გოგიმ - ზესტაფონის მერად




ჯონ სნოუ - შალვა ნათელაშვილი
ყველამ იცის, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის, მაქსიმალურს ითხოვენ მისგან, საბოლოო ჯამში არ აფასებენ და ღამის საგუშაგოზე უშვებენ

 


 

FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86